თეოფანე პროკოპოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეოფანე პროკოპოვიჩი
მოსკოვის მიტროპოლიტი და მთავარეპისკოპოსი

გარდაცვალების შემდგომი პორტრეტი, XVIII საუკუნის შუა ნახევარი
ეპარქია მოსკოვი
ეკლესია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
თანამდებობის დაკავება 1722 წელი
თანამდებობიდან წასვლა 1736 წელი
წინამორბედი სტეფანე იავორსკი
მემკვიდრე იოსებ ვოლჩანსკი
დაბადების ადგილი

1681 წლის 18 ივნისი,

კიევი, კაზაკთა საჰეტმანო, რუსეთის სამეფო
გარდაცვალების ადგილი

1736 წლის 19 სექტემბერი (55 წლის),

სანქტ-პეტერბურგი, რუსეთის იმპერია

თეოფანე პროკოპოვიჩი (რუს. Феофан Прокопович; 18 ივნისი [ძვ. ს. 8 ივნისი] 1681 წელი[1] – 19 სექტემბერი [ძვ. ს. 8 სექტემბერი] 1736 წელი[2]) — რუსი საიმპერატორო მართლმადიდებელი თეოლოგი, მწერალი, პოეტი, მათემატიკოსი და მალოროსიული წარმოშობის ფილოსოფოსი. იგი კიევის მოგილეანას რექტორი (ამჟამად, კიევი, უკრიანა) და ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსი იყო. მან შეიმუშავა და განახორციელა პეტრე I დიდის რეფორმა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში. პროკოპოვიჩმა დაწერა მრავალი რელიგიური შინაარსის ლექსი და რუსულ ენაზე წარმოთქმულმა რამდენიმე ქადაგებამ დროსაც კი გაუძლო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბავშვობა და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეოფანე (დაბადების სახელი – ელიაზარი ან ელისეი) პროკოპოვიჩი დაიბადა კიევში, კაზაკთა საჰეტმანოში, რომელიც რუსეთის სამეფოს დაქვემდებარებაში მყოფ ვასალურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მამამისი ცერეისკი სმოლენსკელი მედუქნე იყო. მშობლების გარდაცვალების შემდგომ, ელიაზარი იშვილა ბიძამისმა თეოფანე პროკოპოვიჩმა.[3] თეოფანე პროკოპოვიჩი კიევის ნათლისღების საძმოს მონასტრის მთავარი წინამძღვარი და მოგილეანას აკადემიის პროფესორი და რექტორი იყო.[4]

ბიძამისმა პროკოპოვიჩი გააგზავნა მონასტერში დაწყებითი განათლების მისაღებად.[5] სწავლის დასრულების შემდგომ, ელიაზარი გახდა მოგილეანას აკადემიის სტუდენტი.

1698 წელს, მას შემდეგ, რაც დაასრულა სწავლა მოგილეანას აკადემიაში, ელიაზარმა განაგრძო განათლების მიღება ვოლოდიმირის უნიატურ კოლეჯში. იგი ცხოვრობდა ბასილიანის მონასტერში და უნიატურ ბერად აღიკვეცა ელისეს ან ელისეის სახელით.[6] ვოლოდიმირის უნიატურმა ეპისკოპოსმა, ლევ ზალენსკიმ შეამჩნია ახალგაზრდა ბერის განსაკუთრებული უნარ-ჩვევები. ზალენსკიმ წვლილი შეიტანა იმაში, რომ პროკოპოვიჩი გადავიდა რომის წმ. ათანასეს კათოლიკურ აკადემიაში, რომელიც შექმნეს თეოლოგებმა, აღმოსავლეთის მართლმადიდებელ მიმდევრებში კათოლიციზმის გავრცელების მიზნით.

პროკოპოვიჩი რომში სარგებლობდა ვატიკანის ბიბლიოთეკასთან წვდომის უფლებით.[7] თეოლოგიის გარდა, პროკოპოვიჩი, აგრეთვე სწავლობდა ანტიკური ლათინურისა და ბერძენი ფილოსოფოსების, ისტორიკოსების, ძველი და ახალი რომის ღირსშესანიშნაობებისა და კათოლიკური რწმენის და პაპის ნამუშევრებს. პროკოპოვიჩი გაეცნო ტომაზო კამპანელას, გალილეო გალილეის, ჯორდანო ბრუნოს და ნიკოლაი კოპერნიკის ნაშრომებს.

1701 წლის 28 ოქტომბერს პროკოპოვიჩმა დატოვა რომი აკადემიის სრული კურსის დასრულებამდე.[8] მან გადაკვეთა საფრანგეთის, შვეიცარიისა და გერმანიის საზღვრები, სანამ ისწავლიდა ჰალეში. იგი გაეცნო პროტესტანტული რეფორმაციის იდეებს.

რუსეთში დაბრუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროკოპოვიჩი დაბრუნდა უკრაინაში (მაშინ – რუსეთის სამეფო) 1704 წელს, თავდაპირველად, პოჩაივის ლავრაში, შემდეგ - კიევში, სადაც მან უარი თქვა კათოლიკებთან კავშირზე და ბიძამისის პატივისცემის მიზნით მიიღო ფეოფანის სახელი.

პროკოპოვიჩი ასწავლიდა რიტორიკას, პოეტიკასა და ფილოსოფიას კიევ-მოგილას კოლეჯში 1705 წლის დასაწყისში. აგრეთვე, მან დაწერა ტრაგიკომედია "ვლადიმირი" ("Влади́мир"), რომელიც მიუძღვნა ჰეტმან ივან მაზეპას.[9] ამავე დროს, იგი წერდა თეოლოგიურ და ფილოსოფიურ ქადაგებებს, რომელსაც კითხულობდა კიევის გენერალ-გუბერნატორი დმიტრი გოლიცინი და ალექსანდრე მენშიკოვი.

1707 წელს პროკოპოვიჩი გახდა კიევ-მოგილას აკადემიის პრეფექტი.

1711 წელს პროკოპოვიჩმა იქადაგა პოლტავის ბრძოლის აღსანიშნავ ღონისძიებაზე. რუსეთის ცარი, პეტრე I გაოცდა მისი მჭერმეტყველების გამო და კიევში დაბრუნების შემდგომ, ფეოფან პროკოპოვიჩი დანიშნა კიევ-მოგილას აკადემიის რექტორად[10] და თეოლოგიის პროფესორად.[11] ამავდროულად, იგი კიევის ნათლისღების საძმოს მონასტრის მთავარი წინამძღვარი გახდა. მან განახორციელა თეოლოგიური სწავლების სრული რეფორმირება და მართლმადიდებლური სქოლასტიკური სისტემის გარდაქმნის მიზნით, გერმანელი თეოლოგების ისტორიული მეთოდი ჩაანაცვლა.

1716 წელს პროკოპოვიჩი წავიდა სანქტ-პეტერბურგში[12] და თავისი დრო დაუთმო ახალი სქოლასტიკური სისტემის ახსნას. იგი ამბიონიდან ამართლებდა სისტემის ყველაზე საკამათო სიახლეებს. რუსული სასულიერო პირების წინააღმდეგობის მიუხედავად, რომლებიც "კიევის სინათლეს" მიიჩნევდნენ ნახევრად-ერეტიკოსებად, პროკოპოვიჩი ფასდაუდებელი გახდა სამოქალაქო ძალისთვის. იგი დააწინაურეს ფსკოვის ეპისკოპოსად 1718 წელს, ხოლო ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსად - 1725 წელს. თეოფანე პროკოპოვიჩი გარდაიცვალა სანქტ-პეტერბურგში.

ფეოფანი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის რეფორმირების სასულიერო რეგულაციის ავტორად და სასულიერო დეპარტამენტის დამფუძნებლად არის მიჩნეული, რომელმაც ჩაანაცვლა საპატრიარქო და მოგვიანებით, მმართველი წმინდა სინოდის სახელიც მიიღო. პროკოპოვიჩი წმინდა სინოდის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. პროკოპოვიჩი იყო ნებისმიერი სახის ცრურწმენების დაუძინებელი მტერი და რეფორმატორობა განაგრძო, მათ შორის, პეტრე დიდის გარდაცვალების შემდეგაც. მან შემოიტანა უფრო პოპულარული თემები და მარტივი სტილი მართლმადიდებლურ ქადაგებაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Пыляев, Михаил Иванович (1996) Забытое прошлое окрестностей Петербурга: издание с дополнениями М.И. Пыляева, научным комментарием, полным именным указателем, аннотированными иллюстрациями (ru). Лениздат, გვ. 241. ISBN 978-5-289-01736-9. 
  2. Petrov, Lev Aleksandrovich (1974) Общественно-политическая и философская мысль России первой половины XVIII века: lekt︠s︡ii po spet︠s︡kursu "Istorii︠a︡ russkoĭ filosofii" (ru). Иркутский государственный университет им. А.А. Жданова, გვ. 45. 
  3. До 340-ї річниці від дня народження видатного українського церковного і громадського діяча Феофана Прокоповича. ციტირების თარიღი: 11 March 2024
  4. Феофан Прокопович – визначний діяч епохи бароко. (Видання після смерті архієпископа з фондів відділу бібліотечних зібрань та історичних колекцій НБУВ) | Національна бібліотека України імені В. І. Вернадського. ციტირების თარიღი: 11 March 2024
  5. Прокопович Феофан: Біографія на УкрЛібі. ციტირების თარიღი: 11 March 2024
  6. Kostomarov, Nikolaĭ Ivanovich (1997) Русская история в жизнеописаниях ее главнейших деятелей: в четырех томах (ru). Terra, გვ. 81. ISBN 978-5-300-01215-1. 
  7. Санников, И. А.. Риторическое начало в творчестве Феофана Прокоповича (на примере трагедокомедии "Владимир" и "Слова на погребение Петра Великого"). ციტირების თარიღი: 11 March 2024
  8. Феофан Прокопович как просветитель и человек. ციტირების თარიღი: 11 March 2024
  9. Prokopovych, Teofan. ციტირების თარიღი: 11 March 2024
  10. UKRAINIAN EDUCATIONAL BAROQUE MAN: THEOPHAN PROKOPOVICH AND EDUCATION. ციტირების თარიღი: 11 March 2024
  11. Graham, Hugh F. (June 1956). „Theophan Prokopovich and the Ecclesiastical Ordinance“. Church History (ინგლისური). 25 (2): 127–135. doi:10.2307/3161197. ISSN 1755-2613. JSTOR 3161197. S2CID 153363456. ციტირების თარიღი: 11 March 2024.
  12. Перевощиков, В.М.. Материалы для Истории Российской словесности. Феофан Прокопович 1 (1822). ციტირების თარიღი: 11 March 2024

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • I. Chistovitch, Theofan Prokopovich and his Times (Russian; Petersburg, 1868)
  • P. Morozov, Theophan Prokopovich as a Writer (Russian; Petersburg, 1880)

სასარგებლო ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]