ფსკოვი
|
ქალაქი
ფსკოვი
Псков
|
ფსკოვი (რუს. Псков) — ქალაქი რუსეთის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, ფსკოვის ოლქისა და ფსკოვის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე ველიკაიას ნაპირას, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ძველი ქალაქი. მოსახლოება 2012 წლის მონაცემებით 203 974 ადამიანს შეადგენდა. 2009 წელს ქალაქს „სამხედრო დიდების ქალაქის“ სტატუსი მიენიჭა[3].
დაარსება და ისტორია[რედაქტირება]
ფსკოვი პირველად იხსენიება 903 წელს და ეს თარიღი მიიჩნევა ქალაქის დაარსების წლად. ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ კიევის დიდმა მთავარმა ოლეგმა ცოლად შეირთო ადგილობრივი ქალბატონი წმ. ოლგა. ფსკოვის სახელწოდება უნდა მომდინარაობდეს რუსული სიტყვიდან "Пльсковъ" (ჩუხჩუხა წყაროების ქალაქი). ფსკოვის პირველი თავადი იყო წმ. ვლადიმირის უმცროსი ვაჟი სუდისლავი, რომელიც დატუსაღებული ჰყავდა თავის ძმას იაროსლავ ბრძენს. საბოლოოდ, სუდისლავი იაროსლავის გარდაცვალების შემდეგ გათავისუფლდა, რამდენიმე ათწლეულიანი ტყვეობის შემდეგ. XII-XIII სს-ში ფსკოვი შედიოდა ნოვგოროდის ფეოდალური რესპუბლიკის შემადგენლობაში. 1241 წელს კი აიღეს ტევტონებმა, რამდენიმე თვის შემდეგ კი ალექსანდრე ნეველმა გამოიხსნა ქალაქი. 1348 წლიდან ფსკოვის ფეოდალური რესპუბლიკის ცენტრია.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 416, თბ., 1986 წელი.
სქოლიო[რედაქტირება]
- ↑ Русское Воскресение. Плесковичи, псковичи и скобари.
- ↑ Псковстат. Оценка численности постоянного населения Псковской области на 1 января 2012 года
- ↑ Президент подписал указы о присвоении городам Архангельску, Козельску и Пскову почётного звания «Город воинской славы». Kremlin.ru (8 декабря 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-22-ში. წაკითხვის თარიღი: 2010-08-14.