თეთრთვალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრთვალა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  თეთრთვალა
ლათინური სახელი
Ballerus sapa
Abramis sapa
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 135639
გავრცელება

თეთრთვალა, თვალთეთრა (ლათ. Ballerus sapa) — მტკნარი წყლის თევზი კობრისებრთა ოჯახისა.[1] სხეულის სიგრძე 15-46 სმ, წონა 800 გრ.[2] სხეულის შეფერილობა მოვერცხლისფროა. სქელი თავი აქვს. თვალის ფერადი გარსი მოვერცხლისფერო-მოთეთროა. კაპარჭინასთან შედარებით, ანალური ფარფლი მოკლეა, კუდის ქვედა ლაპოტი წაგრძელებული. იკვებება ქირონომიდებით, გვერდულებით, მოლუსკებით, კიბოსნაირებით, მიდიებით და მცენარეებით. სქესობრივ სიმწიფეს 2-3 წლისა აღწევს. ტოფობს აპრილ-იანვარში; ქვირითი მცენარეებს ემაგრება. გვერდით ხაზში 48-53 ქერცლია. აქვს ცოცხალი და გამსვლელი ფორმა. გვხვდება შავი და კასპიის ზღვების აუზის მდინარეებში (დუნაიდან ურალამდე), აგრეთვე ლადოგის ტბაში, მდინარე ვოლხოვში, ვიჩეგდაში და ჩრდილოეთის დვინაში. თეთრთვალა გავრცელებულია საქართველოშიც, მათ შორის მტკვარში, ალაზანში, იორში და ჯანდარის ტბაში.[2] სამოყვარულო თვზჭერისა და რეწვის მეორეხარისხოვანი ობიექტია.[3] ადრე გამოიყოფა თეთრთვალას დამოუკიდებელი ქვესახეობა — სამხრეთკასპიური თეთრთვალა (Abramis sapa bergi).[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Белоглазка // Большая советская энциклопедия
  2. 2.0 2.1 Ballerus sapa (Pallas, 1814)
  3. Белоглазка // Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-01. ციტირების თარიღი: 2020-04-12.
  4. A. sapa (Pallas, 1814) - белоглазка. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-13. ციტირების თარიღი: 2022-03-28.