ვოლხოვი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
VolkhovRiverMounds.jpg
VolkhovHydroelectricPlant.jpg

ვოლხოვი (რუს. Во́лхов) — მდინარე რუსეთის ევროპული ნაწილის ჩრდილო-დასავლეთში, ნოვგოროდისა და ლენინგრადის ოლქებში; ერთადერთი მდინარე, რომელიც ტბა ილმენიდან გამოედინება. ვოლხოვი მიედინება ილმენისწინა დაბლობზე და ჩაედინება ლადოგის ტბაში. სიგრძეა 224 კმ, აუზის ფართობი — 80,2 ათ. კმ². წყლის საშუალო ხარჯი 593 მ³/წმ (ზოგიერთი მონაცემებით 586 მ³/წმ). იყინება ნოემბრის ბოლოდან აპრილის დასაწყისამდე. გამოიყენება სანაოსნოდ. მდინარეზე აგებულია ვოლხოვის ჰეს-ი. ლეგენდის თანახმად, მდინარეს სკვითების მთავარი სლოვენის უფროსი ვაჟის - ვოლხოვის - სახელი დაერქვა.

ვოლხოვზე მდებარეობს (დინების მიხედვით): ქალაქი დიდი ნოვგოროდი, ქ. კირიში, ქ. ვოლხოვი, ქ. სტარაია-ლადოგა, ქ. ნოვაია-ლადოგა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე