კაპარჭინა (თევზი)

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაპარჭინა (ლათ. Abramis brama), თევზი კობრისებრთა ოჯახისა. აქვს მაღალი სხეული და გრძელი ანალური ფარფლი. მისი სიგრძე 30 სმ აღწევს, წონა 1 კგ-მდე. ბინადრობს ჩრდილოეთ, ბალტიის, შავ, აზოვის ზღვებში და აგრეთვე თეთრი ზღვის მდინარეებშა (კარელია), პეჩორაში.

საქართველოში გვხვდება შავი ზღვისა და მტკვრის აუზის მდინარეებსა და ტბებში (პალიასტომი, ჯანდარი). ძვირფასი სარეწაო თევზია. საქართველოში სიმცირის გამო სხვა თევზებთან ერთად იჭერენ. იყენებენ ნედლს, დამარილებულს და შებოლილს. ხელოვნური გამრავლების ობიექტია.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • დემეტრაშვილი მ., ქსე, ტ. 5, გვ. 376, თბ., 1980
პირადი ხელსაწყოები