ჩრდილოეთის დვინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩრდილოეთის დვინა

მდინარეების იუგისა და სუხონას შეერთების ადგილი
ქვეყანა რუსეთი
ქალაქები ველიკი-უსტიუგი, კრასავინო, კოტლასი, ვერხნიაია-ტოიმა, ხოლმოგორი, არხანგელსკი
სიგრძე 744 კმ
აუზის ფართობი 357 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ჩრდილოეთის დვინა ვიკისაწყობში

ჩრდილოეთის დვინამდინარე რუსეთის ფედერაციის ევროპული ნაწილის ჩრდილოეთით. წარმოიქმნება მდინარეების სუხონისა და იუგის შეერთებით. ჩაედინება თეთრი ზღვის დვინის უბეში. სიგრძე 744 კმ. აუზის ფართობი 357 ათ. კმ2. სათავიდან მდინარე ვიჩეგდის შესართავამდე ეწოდება პატარა დვინა. მდინარე ვაგის შესართავამდე მიედინება განიერ ციცაბოკალტებიან ხეობაში. მდინარე ვაგის შესართავიდან მდინარე პინეგის შესართავამდე ხეობა ერთბაშად ვიწროვდება, შემდეგ მდინარე იტოტება და ქალაქ არხანგელსკთან ტოტები კვლავ ერთდება. არხანგელსკის ქვემოთ იწყება ჩრდილოეთის დვინის დელტა (ფართობი დაახლ. 900 კმ2). ზღვის მოქცევა აღწევს მდინარე პინეგის შესართავამდე. ჩრდილოეთის დვინა შერეული საზრდოობისაა, ჭარბობს თოვლის წყალი. წყლის საშუალო ხარჯი სუხონისა და იუგის შესართავში 770 მ3/წმ. შესართავთნ 3490 მ3/წმ. იყინება ოქტომბრის ბოლოს-ნოემბრის დასაწყისში. ყინულძვრაა აპრილ-მაისში. ჩრდილოეთის დვინა მდინარე სუხონით, კუბენის ტბითა და მდინარე შექსნით დაკავშირებულია მდინარე ვოლგასთან, ხოლო მდინარე პინეგით მდინარე კულოისთან. სანაოსნოა. სანავიგაციო პერიოდი 160-190 დღეა. ტვირთბრუნვაში სჭარბობს ხე-ტყე. ჩრდილოეთის დვინის ნაპირებზეა ქალაქები:ველიკი-უსტიუგი, კრასავინო, კოტლასი, კრასნობორსკი, ჩერევკოვო, ვერხნიაია-ტოიმა, ხოლმოგორი, არხანგელსკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]