თარგი:დღის სტატია:02-10

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალი საფრანგეთი
ახალი საფრანგეთი

ახალი საფრანგეთი (ფრანგ. Nouvelle-France) — საფრანგეთის მიერ კოლონიზირებული ტერიტორია ჩრდილოეთ ამერიკაში. ტერიტორიის საფრანგეთის შემადგენლობაში ყოფნის პერიოდი დაიწყო 1534 წელს ჟაკ კარტიეს მიერ წმინდა ლავრენტის მდინარის გამოკვლევით და დასრულდა ახალი საფრანგეთის ესპანეთისა და ბრიტანეთისთვის გადაცემით.

ფრანგული კოლონიური მმართველობის ზომამ ჩრდილოეთ ამერიკაში პიკს 1712 წელს (უტრეხტის ზავის გაფორმებამდე) მიაღწია. ამ პერიოდში ახალი საფრანგეთი გადაჭიმული იყო ნიუფაუნდლენდიდან კლდოვან მთებამდე და ჰუდსონის ყურიდან მექსიკის ყურემდე. ტერიტორია იყო გაყოფილი ხუთ კოლონიად: კანადა, აქადია, ჰუდსონის ყურე, ნიუფაუნდლენდი და ლუიზიანა, ყოველ მათგანს საკუთარი მმართველობა ჰყავდა.