თამარ გვერდწითელი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვერდწითელი.
თამარ გვერდწითელი
თამარ გვერდწითელი კრემლში 2004 წ.
თამარ გვერდწითელი კრემლში 2004 წ.
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 18 იანვარი, 1962
თბილისი
წარმოშობა დროშა: საქართველო საქართველო
ჟანრ(ებ)ი რომანსები
საქმიანობა მომღერალი
ასოციაციები მზიური
საიტი ოფიციალური საიტი

თამარ გვერდწითელი (დ. 18 იანვარი, 1962, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი, საბჭოთა და რუსეთის მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი, საქართველოსა (1989) და რუსეთის სახალხო არტისტი (2004).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დედის, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ოდესელი ინა კოფმანის წყალობით, ადრეულ წლებშივე დაიწყო მუსიკაში მეცადინეობა, ჩააბარა თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში. 70-იანების დასაწყისში ბავშვთა საესტრადო ანსამბლ მზიურის სოლისტი გახდა, რომელთანაც მთელი საბჭოეთი შემოიარა გასტროლებით. სკოლის შემდეგ თამარმა თბილისის კონსერვატორიაში ჩააბარა და ფორტეპიანოსა და კომპოზიციის კლასი და ვოკალისთვის განკუთვნილი სპეციალური კოლეჯი დაამთავრა.

19 წლისამ საერთაშორისო კონკურს "წითელ მიხაკში" გაიმარჯვა სოჭში. 1982 წელს მონაწილეობა მიიღო პოპ-მუსიკის კონკურსში დრეზდენში, 1988 — კონკურს "ოქროს ორფევსზე" გაიმარჯვა სოფიაში. გამოდიოდა სან-რემოსა და სოპოტის ფერსტივალებზე.

1989 წელს გვერდწითელი საქართველოს სახალხო არტისტი გახდა, ხოლო 2004 წელს რუსეთისა.

1991 წელს გვერდწითელი თავისმა ფრანგმა აგენტმა პარიზში მიიწვია, სადაც მიშელ ლეგრანი და ჟან დრეჟაკი გაიცნო. სწორედ იმხანად დაიდო მისი პირველი კონტრაქტი ლეგრანთან და პარიზის "ოლიმპიაში" მისი პირველი კონცერტიც გაიმართა. ლეგრანმა, გვერდწითელის სამიათასიანი დარბაზისთვის წარდგენისას, განაცხადა: "პარიზო, დაიხსომე ეს სახელი!" და თამარმაც დაიპყრო პარიზი.

დღესდღეობით თამარ გვერდწითელი დნეპროპეტროვსკის ოპერის სცენაზე ასრულებს კარმენის პარტიას მსოფლიოში სახელგანთქმულ ტენორ ვლადიმერ გრიშკოსთან დუეტში; იგივე ოპერის მოსკოვში დასადგმელადაც ემზადება დირიჟორ ვლადიმერ ზივასთან ერთად. თამარს იღებენ კინოში, იგი მუშაობს რუსული აკადემიის თეატრში მიუზიკლზე "ადამიანი ლამანჩიდან" ვლადიმერ ზელდინთან ერთად. აქტიურად აწყობს გასტროლებს.

სიმღერებს ასრულებს რვა ენაზე: ქართულად, რუსულად, ფრანგულად, იტალიურად, ესპანურად, ინგლისურად, ძველებრაულად, უკრაინულად.

ოჯახი[რედაქტირება]

  • მამა — მიხეილ პავლეს-ძე გვერდწითელი — პროგრამისტი[1]
  • დედა — ინა ვლადიმირის ასული კოფმანი (დ. 1940) რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, თბილისის პიონერთა სასახლის აღმზრდელი, დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის თბილისის პედინსტიტუტის ფილოლოგიური ფაკულტეტი[2][3]
  • მამის მხრიდან ბებია, თამარი ივანეს ასული. იყო მუსიკის მასწავლებელი[2].
  • დიდედა — ხიდირბეგიშვილი-ამილახვარი თავადის ქალი იყო, სწავლობდა პარიზსა და პეტერბურგში, თამარის პატარაობას მოესწრო.[2][4]
  • ძმა — პავლე გვერდწითელი[3], ინჟინერია. ცხოვრობს თბილისში. ჰყავს ორი შვილი.[5]
  • ბებია დედის მხრიდან სულამიფ სოლომონის ასული როზენშტეხი[3]
  • დიდი ბაბუა — ოდესის სინაგოგის რაბინი სოლომონ როზენშტეხი[3]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება]

  • პირველი ქმარი გიორგი კახაბრიშვილი (1947) — რეჟისორი, ეკავა საქართველოს სახელმწიფო ტელერადიო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა[6]. 1984—1995[7][8][9]
  • ვაჟი ალექსანდრე (სანდრო) კახაბრიშვილი[10] (დ. 1986) სწავლობდა აშშ-ში, ამჟამად სწავლობს ინლისში University of the Arts London-ში Mass Media and Culture-ის ფაკულტეტზე[5][11][12].
  • მეორე ქმარი დიმიტრი, ადვოკატი[13], სსრკ-დან (ბაქოდან) ემიგრირებული იყო ბოსტონში, გარდაიცვალა იქვე, გულის გაჩერების გამო[14][15][16][17]
  • 2001—2005 — მესამე ქმარი სერგეი გიორგის-ძე ამბატიელო — კარდიოქირურგი,მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, ბაკულევის სახელობის გულ-სისხლ-ძარღვთა ცენტრის თანამშრომელი[5] განქორწინდნენ 2005 წელს[18][19][20]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. NPLG Online Catalogs : Browse
  2. 2.0 2.1 2.2 Тамара Гвердцители — Страница 3 — Форум
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Еврейская душа Тамары Гвердцители " Центральный Еврейский Ресурс SEM40.Израиль, Ближний восток, евреи
  4. 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
  5. 5.0 5.1 5.2 Тамара гвердцители: "я выхожу на сцену только из левой кулисы, играю исключительно на чёрном рояле… — Газета «ФАКТЫ и комментарии»
  6. 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
  7. 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
  8. 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
  9. 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
  10. Тамара ГВЕРДЦИТЕЛИ: «Жизнь вновь обрела краски» /ДЕНЬ/
  11. Тамара Гвердцители: красное и чёрное — Газета — Зеркало недели. Украина
  12. Аргументы и факты — Тамара Гвердцители: «Муж поставил меня на ноги» — «АиФ Суперзвёзды», № 18 (24) от 15.09.2003
  13. Ирина Рудакова. (29 мая 2011)ТАМАРА ГВЕРДЦИТЕЛИ. Без любви вянут цветы и глаза не блестят. ОТДОХНИ! ИМЕНА. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-03-02-ში. წაკითხვის თარიღი: 2011-06-05.
  14. 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
  15. 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
  16. 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
  17. 7DN.RU / Караван историй / Тамара Гвердцители. Я тебя искала повсюду
  18. Тамара Михайловна Гвердцители: Пресс-Портрет
  19. http://www.bulvar.com.ua/arch/2005/482-3/41ed1f632e23f/
  20. Певица Тамара Гвердцители развелась // KP.RU