თაგუჰი თოვმასიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თაგუჰი თოვმასიანი
თაგუჰი თოვმასიანი
ეროვნული ასამლეის წევრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა14 იანვარი, 2019

დაბადებული14 აგვისტო 1982 (41 წლის)
ვარდენისი, სომხეთის სსრ, სსრკ
მოქალაქეობასომხეთის დროშა სომხეთი
განათლებასომხეთის პედაგოგიური უნივერსიტეტი

თაგუჰი თოვმასიანი (დ. 14 აგვისტო, 1982, ვარდენისი, სომხეთის სსრ, სსრკ) — სომეხი პოლიტიკოსი. სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის მე-7 მოწვევის დეპუტატი, გიდი-მთარგმნელი (ინგლისური ენა), ჟურნალისტი, პოლიტიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაგუჰი თოვმასიანი დაიბადა 1982 წლის 14 აგვისტოს ვარდენისში .

სწავლოდა აბოვიანის სახელობის სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე,რომელიც დაამთავრა 2000 წელს და მიიღო ინგლისური ენის თარჯიმნის, გიდის კვალიფიკაცია. 2003 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ხოლო 2008 წელს ერევნის ჩრდილოეთ უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

სწავლობდა სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიურ უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სადაც დაამთავრა ინგლისურის გიდის თარჯიმანი 2000 წელს, ხოლო ჟურნალისტი 2003 წელს

2013 წელს დაამთავრა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მართვის აკადემია, ხოლო 2014 წელს ევროპის საბჭოს ერევნის პოლიტიკური სწავლების სკოლა.

2014-2015 წლებში მონაწილეობდა ევროპის საბჭოს მიერ ერევანში ორგანიზებულ დემოკრატიის კურსებში. [1]

Პროფესიული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2003-2004 წლებში მუშაობდა გაზეთ „ირავუნკში“ მოხალისედ, ხოლო 2004-2007 წლებში გადავიდა გაზეთ „ირავუნკის“ პოლიტიკურ განყოფილებაში ჟურნალისტად.

2007—2011 წლებში იყო შპს „ჩორორდ იშხანუთუნის“ "აგვისტოს სააგენტოს" ჟურნალისტი.

2011-2018 წლებში იყო შპს გაზეთ „ჟოხოვურდის“ რედაქციის (გაზეთი ჟოხოვურდი + საინფორმაციო ვებგვერდი ArmLur.am) დამფუძნებელი-მმართველი, გაზეთ „ჟოხოვურდის“ და ვებგვერდის ArmLur.am-ის მთავარი რედაქტორი.

2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით. კერძოდ, ასწავლიდა სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მართვის აკადემიაში.

პოლიტიკური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 9 დეკემბერს არჩეულ იქნა ეროვნულ ასამბლეაში პარტია „ჩემი ნაბიჯის“ მე-8 ოლქის ტერიტორიული საარჩევნო სიით. მთიანი ყარაბაღის მეორე ომში დამარცხების პროტესტის ნიშნად, [2] დატოვა ეროვნული ასამბლეის ფრაქცია „ ჩემი ნაბიჯი “. [3] ამის შემდეგ იგი შეუერთდა ალიანსს „პატივ უნემ“ („ მაქვს პატივი“— I have Honor — Pativ Unem) , რომელმაც წარადგინა იგი ადამიანის უფლებათა პარლამენტის კომისიაში. 2021 წლის 20 ივნისი არჩეულ იქნა ეროვნული ასამბლეის დეპუტატად „პატივ უნემ“ პარტიათა ბლოკის ეროვნული საარჩევნო სიით.

3 ივლისს, ეროვნულ ასამბლეაში, ჟურნალისტებთან საუბარში სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის საზოგადოებასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე თაგუჰი თოვმასიანმა რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში პასიურობის გამო გააკრიტიკა. მისი განცხადებით, რუსი სამშვიდობოების არსებობის პირობებშიც კი სომხურმა მხარემ განიცადა როგორც ადამიანური, ასევე ტერიტორიული ზარალი მთიან ყარაბაღში.[4]

2021 წლის აგვისტოში საერთაშორისო სტრუქტურებს მიმართა სიუნიქში აზერბაიჯანის ქმედებების გამო ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით.

2021 წლის 31 მარტს2020 წელს გაწეული საპარლამენტო მუშაობისთვის იყო ნომინირებული "წლის საუკეთესო დეპუტატის" მე-11 ყოველწლიურ AAD Awards-ზე.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თაგუჰი თოვმასიანი გათხოვილია. მას ჰყავს ორი შვილი. [1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 National Assembly of Armenia | Official Web Site | parliament.am. ციტირების თარიღი: 2022-01-14
  2. Taguhi Tovmasyan leaves My Step faction en. ციტირების თარიღი: 2022-01-14
  3. Party lists for Armenian elections offer some surprises | Eurasianet en. ციტირების თარიღი: 2022-01-14
  4. Taguhi Tovmasyan talks about the attack on the editorial office (video)". A1Plus. Retrieved 2022-01-14.