ზღვის ყინული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზღვის ყინულის თხელი საფარი

ზღვის ყინულიზღვაში წყლის გაყინვით წარმოქმნილი ყინული. ფიზიკური თვისებებით ზღვის ყინული არსებითად განსხვავდება მდინარისა და მყინვარის ყინულისაგან, მისთვის დამახასიათებელია მარილიანობა. ზღვის ყინულის წარმოქმნის დროს სუფთა წყლის ყონულის კრისტალებს შორის რჩება ზღვის წყლის წვრილი წვეთები (მარილწყალი).

დროთა განმავლობაში მარილწყალი დაიწრიტება, ყინულში რჩება ფორები და ყინული მტკნარდება. მარილიანობა და ფორიანობა განსაზღვრავს ზღვის ყინულის სიმკვრივეს, რომელიც იცვლება 0,85-0,94 გ/სმ³ ფარგლებში.

მცირე სიმკვრივის გამო ზღვის ყინული წყალზე ტივტივებს და მისი სისქის 1/7-1/10 ამოშვერილია წყლიდან. ზღვის ყინულის სიმტკიცე მტკნარი წყლის ყინულის სიმტკიცეზე ნაკლებია; იგი იზრდება მარილიანობის, ფორიანობისა და ყინულის ტემპერატურის შემცირებასთან ერთად. მდებარეობის მიხედვით განარჩევენ ნაპირის ყინულს, მცურავ (მოდრეიფე) ყინულსა და პაკს. ზღვის ყინულის სახეობებია აგრეთვე ტოროსი, თოში, წყალშიგა ყინული და სხვ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 552, თბ., 1979;
  • Зубов Н. Н., Морские воды и льды, М., 1938;
  • Евгенов Н. И., Альбом ледовых образований на морях, Л., 1955;
  • Песчанский И. С., Ледоведение и ледотехника, Л., 1963.