ბოტნიის ყურე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბოტნიის ყურე (ფინ. Pohjanlahti; შვედ. Bottniska viken) - ყურე ბალტიის ზღვის ჩრდილოეთ ნაწილში, მისგან დასავლეთით მდებარეობს ფინეთი, აღმოსავლეთით კი შვედეთი და ალანდის კუნძულები.
ყურის სიგრძე შეადგენს 725 კილომეტრს, ხოლო სიგანე 80-240 კილომეტრს. ბოტნიის ყურის საშუალო სიღრმე შეადგენს 60 მეტრს, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 295 მეტრს. ზედაპირის ფართობია 117.000 კმ². უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარეობს ბოტენვიკი.
ამ ყურეში ზღვის წყლის სიმლაშე მნიშვნელოვნად მცირეა, ვიდრე ბალტიის ზღვაში. ბინადრობს საკმაოდ ბევრი მტკნარი წყლის თევზი ცხოვრობს. ყურე ხუთი თვის განმავლობაში გაყინულია.
ძირითადი პორტები: რაუმა, პორი, ვაასა, კოკოლო, ოულუ, კემი (ფინეთი) და ევლე, ჰუდისკვალი, სუნდსვალი, უმეო, ლულეო (შვედეთი).