ვირუნგის ეროვნული პარკი
| ვირუნგის ეროვნული პარკი* | ||
|---|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
|
|
||
| ქვეყანა | ||
| ტიპი | ბუნებრივი | |
| კრიტერიუმები | vii, viii, x | |
| სია | იუნესკოს სია | |
| რეგიონი** | აფრიკა | |
| კოორდინატები | / | |
| გაწევრიანების ისტორია | ||
| გაწევრიანება | 1979 (მე-3 სესია) | |
| ნომერი | 63 | |
| საფრთხის ქვეშ | 1994- | - |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
||
ვირუნგის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc National des Virunga) ყოფილი ალბერტის ეროვნული პარკი — მდებარეობს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში. გადაჭიმულია ვირუნგის მთებიდან რუვენზორის მთებამდე. ესაზღვრება რუანდის ტერიტორიაზე მდებარე ვულკანების ეროვნულ პარკსა და უგანდაში მდებარე რუვენზორის მთების ეროვნულ პარკს. იგი პირველი ეროვნული პარკია აფრიკის კონტინენტზე, შეიმნა 1925 წელს. ფართობი შეადგენს 7 800 კმ²-ს. 1979 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ბოლო პერიოდში, პარკი ცნობილი გახდა მის ტერიტორიაზე მობინადრე მთის გორილებით, თუმცა უკანონო ნადირობამ და კონგოს სამოქალაქო ომმა მის ველური ბუნების პოპულაციებს სერიოზული ზიანი მიაყენა. პარკი იმართება კონგოს ეროვნული პარკების სამმართველოს მიერ (Institut Congolais pour la Conservation de la Nature ICCN - კონგოს ბუნების კონსერვაციის ინსტიტუტი) და სასიცოცხლო დაფინანსებას იღებს ევროკავშირისგან.
ეროვნული პარკი მოიცავს ედვარდის ტბის დასავლეთ ნაპირებს, რომელიც ცნობილია თავის ჰიპოპოტამებით (რომელთა 95 % 2006 წელს გაწყდა[1]). პარკში ჭარბობს ჭაობები, ბალახით დაფარული პლატოები და ვაკეები. უგანდის საზღვართან მდებარე რუვენზორის მთებისათვის დამახასიათებელია ალპური მდელოები და მყინვარები, მაშინ როცა ის ასევე მოიცავს ორ აქტიურ ვულკანს — ნირაგონგოსა და ნიამურაგირას.
პარკი ცნობილია მისი განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, ის მოიცავს ყველაზე მეტ ფრინველის, ძუძუმწოვრისა და რეპტილიის სახეობებს, ვიდრე აფრიკის კონტინენტის სხვა ნებისმიერი დაცული ტერიტორია. თუმცა მთის გორილა ამჟამად უკიდურესად იშვიათი და ყველაზე უფრო კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობაა, წარმატებით ჩატარებულმა საკონსერვაციო სამუშაოებმა შედეგი გამოიღო და მნიშვნელოვნად გაიზარდა გადარჩენილი ინდივიდების უსაფრთხოების დონე. მათი პოპულაციები აქტიურად იზრდებოდა რეგიონის სოციალური გარდაქმნების პერიოდში (1994–2004), მაგრამ 2008 წელს პარკის ტერიტორიაზე დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაკავებულ იქნა რეინჯერების ოფისები, რასაც თან მოჰყვა უკანონო ნადირობა და გამძვინვარებული დეფორესტაცია ნახშირის წარმოების მიზნით, რამაც კიდევ ერთელ ეჭვქვეშ დააყენა პოპულაციების მომავალი.[2] მიჩნეულია, რომ პარკის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ შესაძლებელია სავანისა და ტყის სპილოებისა და შიმპანზეების ხილვა, ისევე როგორც ოკაპების, ჟირაფების, ბუფალოების და სხვა მრავალი ენდემური ფრინველის. ვირგუნასთან ერთად იმართებოდა მის მოსაზღვრედ მდებარე გამოქვაბულებითა და ჩანჩქერებით გამორჩეული ოიოს მთის არეალი, რომელიც პიგმეების ბამბუტის ხალხის სამშობლოა. ომმა ამ ტერიტორიასაც სერიოზული ზიანი მიაყენა.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 63 რუს. • ინგლ. • ფრ. |
- Official Website of Virunga National Park
- UNEP-WCMC Natural Site Data Sheet
- UNESCO Virunga National Park Site
- National Geographic Channel
- European Union in Virunga National Park
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Hippos Butchered by the Hundreds in Congo Wildlife Park (National Geographic article)
- ↑ Mark Jenkins: "Who murdered the Virunga gorillas?" National Geographic Magazine July 2008
|
|||||||