კაჰუზი-ბიეგის ეროვნული პარკი
| კაჰუზი-ბიეგის ეროვნული პარკი* | ||
|---|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | ||
|
|
||
| პარკის შესასვლელი
|
||
| ქვეყანა | ||
| ტიპი | ბუნებრივი | |
| კრიტერიუმები | x | |
| სია | იუნესკოს სია | |
| რეგიონი** | აფრიკა | |
| კოორდინატები | / | |
| გაწევრიანების ისტორია | ||
| გაწევრიანება | 1980 (მე-4 სესია) | |
| ნომერი | 137 | |
| საფრთხის ქვეშ | 1997- | - |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
||
კაჰუზი-ბიეგის ეროვნული პარკი (ფრანგ. Parc national de Kahuzi-Biega) — ეროვნული პარკი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილში. მდებარეობს კივუს რეგიონის ქალაქ ბუკავუდან 50 კმ-ით დასავლეთით, კივუს ტბის დასავლეთ ნაპირისა და რუანდის საზღვრის სიახლოვეს.
პარკი აღმოსავლეთის დაბლობის გორილის ერთ-ერთი უკანასკნელი თავშესაფარია. იმ კონფლიქტების ჭირ-ვარამის გამო, რომელიც აფრიკის ამ ნაწილში 1990-იანი წლებიდან მიმდინარეობდა, მთელი სახეობის მხოლოდ 600 ასეთი გორილა გადარჩა ცოცხალი. სწორედ იმ მიზეზით, რომ გორილის ეს სახეობა მხოლოდ ამ ტერიტორაზეღაა შემორჩენილი, 1980 წელს პარკი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ომმა გორილებთან დაკავშირებით მართლაც საგანგაშო მდგომარეობა მოიტანა, მას შეეწირა მათი 60%, დაახლოებით 300 ერთეული. კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამჟამად მიმდინარე არეულობები ხშირად პარკის საზღვრებს შიგნით გრძელდება, რასაც მოსდევს მიზი ძარცვა, ტყეების გადაწვა და ცხოველებზე უკანონო ნადირობა. ამ მიზეზით, 1997 წელს იუნესკომ ის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლთა სიაში გადაიტანა.
პარკს სახელი ეწოდა მის ტეროტორიაზე მდებარე ორი ჩამქრალი ვულკანის კაჰუზის (3 308 მ) და ბიეგას (2 790 მ) გამო.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 137 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
|||||||