ოკაპი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ოკაპი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
|
||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Okapia jonstoni | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
| არეალი | ||||||||||||
|
|
ოკაპი (Okapia jonstoni) — წყვილჩლიქოსანი ცხოველი ჟირაფისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 მ, მასა 250 კგ აღწევს, აქვს მოგრძო ცხვირ-პირი, დიდი ყურები, 2 მოკლე რქა, ძალზე გრძელი ენა, მოკლე წვრილი კუდი, რომელიც ფუნჯით ბოლოვდება, მოთეთრო თავი, მონაცრისფრო-ყავისფერი სხეული, თეთრი და მუქი განივზოლებიანი გავა და ფეხები. იშვიათი ცხოველია. გავრცელებულია აფრიკაში, ბინადრობს მდინარე კონგოს აუზის ტენიან ტროპიკულ ტყეებში. ცხოვრობს ერთეულებად ან წყვილებად. იკვებება ფოთლებით. მაკეობა 440 დღე-ღამე გრძელდება.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 508, თბ., 1984 წელი.