ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარსკვლავთკარიბჭე (მრავალმნიშვნელოვანი).
ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო
Stargate Universe
Logo Stargate Universe.jpg
ფორმატი სამეცნიერო ფანტასტიკა
ავტორი ბრედ რაითი, რობერტ კუპერი
პროდიუსერი ბრედ რაითი, რობერტ კუპერი
როლებში
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: კანადა კანადა
ტელეარხი Sci-Fi
ეკრანებზე 2009 წლის გაზაფხულს
ქრონომ. 1 სერია — 42 წთ.
სეზონი
IMDb ID 1286039

ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო (ინგლ. Stargate: Universe) სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ამერიკულკანადური ტელესერიალი იქნება. მის შესახებ ჯერ-ჯერობით მხოლოდ მწირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. სერიალის შემქმნელები არიან ბრედ რაითი და რობერტ კუპერი და იგი ვარსკვლავთკარიბჭე SG-1-ის განშტოება იქნება. ეთერში მისი გასვლა დაგეგმილია 2009 წლის გაზაფხულში.

ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო ვარსკვლავთკარიბჭე: ატლანტისისა და ვარსკვლავთკარიბჭე SG-1-ის დარად ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონილი სამყაროს განუყოფელი ნაწილი იქნება.

[რედაქტირება] ქარგა

რობერტ კუპერის სიტყვებით ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო „შეინარჩუნებს ვარსკვლავთკარიბჭის სულისკვეთებას, მაგრამ სრულიად ახალ „სამყაროს“ წარმოგვიდგენს“, რომელიც იქნება „ცალკე, მთლიანად დამოუკიდებელი სინამდვილე“. ჯოზეფ მალოზის ცნობით „ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო არამხოლოდ მოხიბლავს ძველ ფანატებს, არამედ მოიზიდავს კიდეც ახალთ და მათთვის სავალდებულო არ იქნება, რომ შესძლონ ალტერანის გარჩევა ასურანისაგან“, იგი „მრავალი კუთხით […] ფრანშიზის ბევრად უფრო ინტელექტუალური და დაღვინებული ნაშიერია. ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო მყარად ეფუძნება ვარსკვლავთკარიბჭის მითოლოგიას და მკაფიოდ ჰბადებს ახალ და აღმტყინებელ მიმართულებას“.

ვარსკვლავთკარიბჭე: სამყაროს მოქმედება ძველების ხომალდზე გაიშლება. მილიონობით წლის წინ ძველები ამ ხომალდზე ატარებდნენ ცდებს, რომელთა მიზანი იყო ხომალდის გაგზავნა უცნობის გალაქტიკების საზღვრებამდე და შემდეგ ხომალდთან კავშირის დამყარება ვარსკვლავთკარიბჭის მეცხრე შევრონის მეოხებით. ამგვარად, სერიალში დიდი მნიშვნელობა ექნება მეცხრე შევრონის გამოყენების საკითხს.

ძველებმა ვერ შესძლეს ამ ცდის დასრულება, რამეთუ მთელი თავისი დრო ამაღლებას მიუძღვნეს.

სერიალი დაიწყება მილიონობით წლის წინ (პეგასის გალაქტიკაში მათ გადახვეწამდე ბევრად უფრო ადრე) ძველების მიერ ორი ხომალდის გაშვების ჩვენებით. ამ ხომალდათაგან ერთის დანიშნულებაა ვარსკვლავთკარიბჭეების დაყენება სხვადასხვა პლანეტებზე, ხოლო მეორესი კი — ვარსკვლავთკარიბჭეთა კვალზე სვლა და თან სამყაროს შესწავლა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე