HDTV
ვიკიპედიიდან
High-definition television (HDTV) — არის სტანტარტული ტელევიზია, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით. იგი არის ანალოგი ციფრული ტელევიზიის სტანდარტების.
ბევრ ქვეყანაში, ხალხი უყურებს ფილმებს HDTV ფორმატში. იგი ფართოდ გამოყენებულია იაპონიაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ასევე ევროპაში, ბევრი ტელეკომპანია იყენებს HDTV ფორმატს.
2006 წელს, გამოვიდა სახლის HDTV ფლეიერი (HD-DVD ან Blu-ray ფორმატები).
სექციების სია |
[რედაქტირება] HDV-სა და HD-ს განმარტება
HD — ეს აბრევიატურა ყოველთვის განაზოგადებს ყველა ფორმატს, რომლებიც კავშირშია HDTV-სთან. HD (High-Definition) არის მაღალი გაფართოვების მქონე ციფრული ვიდეო სიგნალი. HDTV გულისხმობს მაღალი გაფართოვების ციფრულ სატელევიზიო სიგნალს, რომელიც საშუალებას იძლევა როგორც ვიდეო ასევე მრავალარხიანი აუდიო სიგნალის გადაცემას. HDV — არის სტანდარტული მაღალი ხარისხის ვიდეო, რომელიც გააჩნია შედარებით იაფ, სამოყვარულო ვიდეო კამერებს. ეს ვიდეო ჩაწერილია საშუალო miniDV კასეტაში, MPEG2 ფორმატში, bit rate — 25 მბიტი/წმ. ხარისხი, სხვა HD ფორმატებთან შედარებით დაბალია.
[რედაქტირება] HDTV-ს განსხვავება სხვა სტანდარტული ტელევიზიისგან
HDTV-ს აქვს შედარებით მაღალი გაფართოება სხვა სტანტარუტ ტელევიზიასთან.
- უბრალო ტელევიზორის (ყველა ზომა დიაგონალურად) გაფართოებაა: 640x480 (მაქსიმუმი, ჩვეულებრივ შემთხვევაში ნაკლები)
- გაფართოება DVD ფლეიერისტვის: 720x576 (PAL) ან 720x480 (NTSC)
- გაფართოება სტანდარტული HDTV-სთვის: 1280x720 (720p)
- გაფართოება HDTV-სთვის განსაკუთრებულ შემთხვევაში: 1920x1080 (1080i)
მაღალი ხარისხის ფილმში, მაღალი ხარისხის დეტალები და მოვლენების სანახაობა, ბევრად შთამბეჭდავი საყურებელია. მათ, ვინც უკვე შეადარა HDTV ხარისხი, უბრალო DVD ფილმს, ნამდვილად მიხვდება რომ ფილმისთვის სტანდარტი HDTV არის, და არა DVD. ევროპაში 2005 წლიდან, დაახლოებით 18 მილიონი HDTV გაფართოების ეკრანი გაიყიდა.
HDTV-ს დაშვებული სისწრაფე აღწევს 60 პროგრესულ კადრს ერთ წამში (FPS), როდესაც სტანდარტ ტელევიზიაზე მხოლოდ 25/30 კადრი წამშია. HDTV-ზე ასევე დაშვებულია მრავალჯერადი ციფრული აუდიო ფორმატები (Dolby Digital 5.1-მდე).
[რედაქტირება] ასოების p-სა და i-ის განმარტება (720p და 1080i)
ასო i ნიშნავს, რომ ვიდეო არის 50 ან 60 კადრი წამში სისწრაფის, ხოლო ასო p როცა ვიდეო არის 24, 25, 30, 60 სრული კადრი წამში სისწრაფის. როდესაც უყურებთ ვიდეოს, იგი გამოიყურება ბევრად ბუნებრივად.
[რედაქტირება] განსხვავება DVD-სა და HDTV-ს შორის
DVD და HDTV-ს შორის უდიდესი განსხვავებაა, მაგრამ თუ გინდა შეამჩნიო იგი, უნდა გქონდეს დიდი ეკრანი (LCD სასურვფელია ან CRT 1919-21), HDTV TV ან პლაზმური ტელევიზორი. ნორმალურ ტელევიზორზე ძალიან გაგიჭირდებათ განსხვავების ნახვა DVD და HDTV-ს შორის.
[რედაქტირება] ტექნიკური მონაცემები
იმისთვის რომ უყურო HD ხარისხის ფილმებს, საჭიროა blu ray ფლეიერი ან HDVD დიცკი. ასევე HD ხარისხის ფილმების გადმოწერა შეგიძლიათ საიტებიდან. HD ხარისხის ფილმების საყურებლად საჭიროა კომპიუტერი: Intel Pentium 4 (2-4ghz) ან AMD 2200+. მონიტორი 1280x1024 (1280x768) გაფართიების. ვიდეო კარტა არ უნდა იყოს ძველი.
[რედაქტირება] HDTV-ზე უკეთესი ფორმატი
HDTV-ზე უკეთეს ფორმატს იყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგალითად, რამდენიმე ტელეკომპანია არის ATSC-ის ფორმატში. ის არსებითად იგივეა რაც HDTV, მაგრად ვიდეო ფორმატი HDTV-სგან განსხვავებით, 1080p აქვს. ასევე დამზადების პროცესშია UHDTV ფორმატი, რომელიც დაახლოებით 10-20 წელიწადში გამოჩნდება. UHDTV ვიდეო ფორმატის გაფართოება იქნება 7680x4320.

