ვარსკვლავთკარიბჭე: ატლანტისი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარსკვლავთკარიბჭე ატლანტისი
Stargate: Atlantis
ატლანტისი-რაზმი.jpg
ფორმატი სამეცნიერო ფანტასტიკა
ავტორი ბრედ რაითი, რობერტ კუპერი
პროდიუსერი რობერტ კუპერი, ბრედ რაითი, ჯოზეფ მალოზი, პოლ მული
როლებში ჯო ფლენიგენი
ტორი ჰიგინსონი
ამანდა ტეპინგი
დევიდ ჰოილიტი
რეიჩელ ლატრელი და სხვ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
დროშა: კანადა კანადა
ტელეარხი Sci-Fi
ეკრანებზე 16/07/2004 – 26/12/2008 —
13/03/2007
ქრონომ. 1 სერია — 42 წთ.
IMDb ID 0374455

ვარსკვლავთკარიბჭე: ატლანტისი (ინგლ. Stargate: Atlantis) სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ამერიკულკანადური ტელესერიალია. ეს სერიალი, რომლის შემქმნელები არიან ბრედ რაითი და რობერტ კუპერი, ვარსკვლავთკარიბჭე SG-1-ის განშტოებაა. მისი ქარგა ეყრდნობა ლეგენდას ატლანტიდის შესახებ და ვარსკვლავთკარიბჭე SG-1-ში მოპოვებულ ცნობებს ძველების შესახებ და, გარკვეულწილად, იგი ვარსკვლავთკარიბჭე SG-1–ის პარალელურ ამბავს წარმოადგენს პეგასის გალაქტიკაში. ვარსკვლავთკარიბჭე: ატლანტისი ვარსკვლავთკარიბჭე SG-1–ის მერვე სეზონის პარალელურად გავიდა ეთერში. ტელესერიალის ჩვენება დაიწყო 2004 წლის 16 ივლისს Sci-Fi-ის ქსელზე.

ვარსკვლავთკარიბჭე: ატლანტისი ისევე როგორც ვარსკვლავთკარიბჭე SG-1 ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონილი სამყაროს განუყოფელი ნაწილია.