კალიმაქე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაბადების თარიღი დაახლ. ძვ. წ. 315
კირენე, ჩრდილოეთი აფრიკა
გარდაცვალების თარიღი დაახლ. ძვ. წ. 240
ალექსანდრია
საქმიანობა პოეტი, ბიბლიოთეკარი

კალიმაქე (დ. დაახლ. ძვ. წ. 315, კირენე, ჩრდ. აფრიკა — გ. დაახლ. ძვ. წ. 240, ალექსანდრია) — ელინიზმის ეპოქის ბერძენი პოეტი და მეცნიერი, ალექსანდრიის პოეტთა წრისა და ბიბლიოთეკის მეთაური. შეადგინა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში დაცულ თხზულებათა კომენტირებული 15-წიგნიანი კატალოგი, ე. წ. პინაკები. შექმნა მცირე მოცულობის პოემის ჟანრი — ეპილიონი, რის გამოც დავა ჰქონდა აპოლონიოს როდოსელთან. ჩვენამდე მოღწეულია კალიმაქეს 60 ეპიგრამა, 6 ჰიმნი, კრებულ „მიზეზების“ ფრაგმენტები, ეპილიონის „ჰეკალესა“ და იამბების ნაწყვეტები. მცირე მოცულობის პოემა „იბისი“ დაკარგულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]