ემი ვაქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ემი ვაქსი
დაბადების თარიღი 19 იანვარი 1953 (71 წლის)
ტროი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მეცნიერი, სამართალმცოდნე, ნევროლოგი

ემი ლორა ვაქსი (დ. 1953 წლის 19 იანვარი ) — ამერიკელი იურისტი, ნევროლოგი და პუბლიცისტი; პენსილვანიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი.

მისი პუბლიკაციებში განხილულია საკანონმდებლო საკითხები სოციალური დაცვის და პოლიტიკის შესახებ, ასევე ურთიერთობები ოჯახში, სამუშაო ადგილზე და შრომის ბაზარზე. ის ხშირად გამოდიოდა კრიტიკული შენიშვნებით არათეთრი რასების მიმართ.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაქსი დაიბადა და გაიზარდა ორ დასთან ერთად ებრაულ ოჯახში ნიუ-ორკის შტატის ქალაქ ტროიში. იქ დაწყებითი განათლება მიიღო საჯარო სკოლებში. მამა დასაქმებული იყო სამკერვალო ინდუსტრიაში, ხოლო დედა მუშაობდა პედაგოგად და ადმინისტრატორად ოლბანში, ნიუ-იორკში .

Განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემი ვაქსმა 1975 წელს წარჩინებით დაამთავრა იელის უნივერსიტეტი ბაკალავრის ხარისხით მოლეკულურ ბიოფიზიკასა და ბიოქიმიაში. შემდეგ შევიდა ოქსფორდის სომერვილის კოლეჯში, სადაც 1976 წელს მიიღო მარშალის სახელობის სტიპენდია ფიზიოლოგიასა და ფსიქოლოგიაში.

ვაქსმა სწავლა გააგრძელა ჰარვარდის სამედიცინო (1981 წელს გახდა მედიცინის დოქტორი) და ჰარვარდის სამართლის (იურიდიული სკოლის პირველი წელი, 1981) სკოლებში. 1982 წლიდან 1987 წლამდე დაკავებული იყო მედიცინის შესწავლით, რეზიდენტურა გაიარა ნევროლოგიაში ნიუ-იორკის ჰოსპიტალ-კორნელის სამედიცინო ცენტრში. მუშაობდა კონსულტანტ ნევროლოგად ბრონქსის კლინიკაში და ბრუკლინის სამედიცინო ჯგუფში. [1] მან მიიღო სამართლის ხარისხი კოლუმბიის სამართლის სკოლაში (JD 1987; Columbia Law Review -ის რედაქტორი), მუშაობდა ნახევარ განაკვეთზე, რომ დაესრულებინა იურიდიული სკოლა.

ვაქსი 1987 წლიდან 1988 წლამდე მუშაობდა აშშ-ს კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ებნერ მიკვასთან. 1988 წელს გახდა ნიუ-იორკის შტატის ადვოკატთა კოლეგიის წევრი.

იურიდიული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაქსი 1988 წლიდან 1994 წლამდე მუშაობდა ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სამინისტროს გენერალური სოლისიტორის მმართველ ოფისში. ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს მან წარადგინა 15 საქმე შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში . ვაქსი ასწავლიდა ვირჯინიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში 1994 წლიდან 2000 წლამდე.

ემი ვაქსი 2001 წლიდან არის პენსილვანიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სამართლის პროფესორი. მიღებული აქვს ა. ლეო ლევინის ჯილდო შესავალ კურსებში სწავლებისას მიღწეული წარმატებისთვის და ჰარვი ლევინის მემორიალური პრემია წარჩინებული პედაგოგიური მოღვაწეობისთვის. 2015 წელს მან მიიღო ლინდბეკის ჯილდო, როგორც გამორჩეულმა პედაგოგმა და გახდა პენის შტატის სამართლის სამი პროფესორიდან ერთ-ერთი, რომელმაც მიიღო ხსენებული ჯილდო 20 წლის განმავლობაში.

მისი აკადემიური ყურადღება გამახვილებულია სოციალური უზრუნველყოფის კანონსა და პოლიტიკაზე, ასევე ურთიერთობებზე ოჯახში, სამუშაო ადგილზე და შრომის ბაზარზე. ვაქსი ავტორია წიგნისა Race, Damage, and Reparation: Group Justice in 21st Century (2009).

საკამათო განცხადებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

განცხადებები რასისა და კულტურის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემი ვაქსმა სან დიეგოს სამართლის პროფესორ ლარი ალექსანდრესთან ერთად 2017 წლის აგვისტოში გაზეთში The Philadelphia Inquirer გამოაქვეყნა სტატია სათაურით „საზღაური ქვეყნის ბურჟუაზიული კულტურის დაცემისთვის„“. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ 1950-იანი წლებიდან „ბურჟუაზიული ღირეულებების“ დაცემამ (როგორიცაა თავდაუზოგავი შრომა, თვითდისციპლინა, ოჯახის ღირებულება და ავტორიტეტის პატივისცემა) ხელი შეუწყო სოციალურ უბედურებას, მათ შორის მამრობითი სამუშაო ძალაში მონაწილეობის მაჩვენებლების შემცირებას დიდი დეპრესიის დონემდე, ფართოდ გავრცელებული ოპიოიდების ბოროტად გამოყენებას. მარტოხელა დედების ბავშვების ნახევარს და კოლეჯის ბევრ სტუდენტს აკლია ძირითადი უნარები. ავტორები ამტკიცებდნენ, რომ „ყველა კულტურა არ არის თანაბარი. ან სულაც არ არის თანაბარი განვითარებული ეკონომიკის პირობებში ხალხის მოსამზადებლად პროდუქტიული მუშაობისთვის“. [2] მან The Daily Pennsylvanian,-ს განუცხადა, რომ „ყველას სურს გადავიდეს ქვეყნებში, რომლებსაც თეთრი ევროპელები მართავენ“ მათი „უმაღლესი“ მორალის გამო. იმავე ინტერვიუში ვაქსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ სჯერა ერთი რასის უპირატესობის მეორეზე, თუმცა აღწერს სიტუაციას სხვადასხვა ქვეყანასა და კულტურაში. [3]

2019 წლის ივლისში, ეროვნულ კონსერვატიზმთან დაკავშირებულ ედმუნდ ბურკის ფონდის პირველ კონფერენციაზე ვაქსმა განაცხადა: „კულტურული დისტანციური ნაციონალიზმის მომხრეობა... ნიშნავს იმ პოზიციის მიღებას, რომ ჩვენი ქვეყანისთვის უკეთესი იქნებოდა თუ ეყოლებოდა მეტი თეთრი და ნაკლები არათეთრი“. მან ასევე განმარტა, რომ მისი იდეები ეხებოდა კულტურას და არა რასას, მაგრამ ამ საზოგადოებების რასობრივი შემადგენლობა აიძულებს მკვლევართა უმეტესობას თავი აარიდოს ამ საკითხს.

რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის აგვისტოში პეტიციამ ვაქსის გათავისუფლების მოთხოვნით დაახლოებით 4000 ხელმოწერა შეაგროვა. [4] იმავე თვეში, პენსილვანიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 33-მა წევრმა ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელშიც დაგმობილი Philadelphia Inquirer-ის სტატიასა და Daily Pennsylvanian-თან ინტერვიუში გამოქვეყნებული ვოქსისნგანცხადებები. პენსილვანიის უნივერსიტეტის ადვოკატთა ეროვნული გილდიის განყოფილებამ დაგმო მისი კომენტარები. ასპირანტთა კავშირმა განაცხადა: „ჩვენ აღშფოთებულები ვართ, რომ ჩვენი საზოგადოების წევრი მხარს უჭერს და აქვეყნებს სიძულვილით სავსე და რეგრესულ შეხედულებებს“. [5] ასა ხალიფმა Black Lives Matter Pennsylvania-ის ლიდერმა, მოითხოვა ვაქსის გათავისუფლება. ასა ხალიფმა უნივერსიტეტს შეატყობინა, თუ ვაქსი არ გათავისუფლდებოდა სამსახურიდან ერთი კვირის განმავლობაში, ის მოაწყობდა უნივერსიტეტში საპროტესტო აქციებს და ჩაშლიდა სწავლების პროცესს. [6]

ამ უთანხმოების შედეგად, დინ რუგერმა 2018 წლის მარტში ვაქსი პირველი კურსის ლექციებიდან მოხსნა. [7] [8] მან ვაქსის კომენტარებს „ ამაზრზენი“ უწოდა, თან განაცხადა, რომ შტატიანი პროფესორის მოშორებას თვეები დასჭირდებოდა. [9]

2018 წლის მარტის Wall Street Journal-ის სტატიაში სათაურით „უარყოფის უნივერსიტეტი; ჭეშმარიტების აგრესიული ჩახშობა ამერიკული უმაღლესი განათლების მთავარი მახასიათებელია“,ვაქსმა დაწერა :

აზროვნებას, რომელიც აფასებს ღიაობას, ითვალისწინებს, რომ სიმართლე შეიძლება იყოს უხერხული და მოუხერხებელი... ინფორმაციის დამალვა და არ გამხელა, რომელიც დაკავშირებულია ასეთ განსხვავებებთან, არღვევს სამართლიანი თამაშის ძირითად პრინციპებს... უნივერსიტეტები, ისევე როგორც სხვა ინსტიტუტები, დაუნდობლად მალავენ ასეთ ფაქტებს. . [10]

მემარჯვენე პოლიტოლოგი მონა ჩარენი ამბობდა, რომ სტატია ბურჟუაზიულ ღირებულებებზე „ არ შეიცავდა რასიზმის ელემენტებს“ და რომ „თუ მემარცხენეები ვერ განასხვავებენ გონივრულ აკადემიური არგუმენტებს საზიზღარი რასისტული ინსინუაციებისგან, ეს გააძლიერებს სწორედ იმ ექსტრემისტების მოქმედებას, რომლებისაც მათ ეშინიათ. “ Wall Street Journal- ის სტატიაში პოლიტიკურმა კომენტატორმა ჰეზერ მაკ დონალდმა გააკრიტიკა „ისტერიული გამოხმაურება “ ვაქსის სტატიაზე. [11] პენსილვანიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მიმოხილვის საბჭოს წევრმა პოლ ლევიმ თანამდებობა დატოვა პროტესტის ნიშნად ვაქსის მიმართ „სამარცხვინო მოპყრობის“ გამო. [12] [13][14]ჯონათან ციმერმანი, პენსილვანიის უნივერსიტეტის განათლებისა და ისტორიის პროფესორი, წერდა: „ვფიქრობ, ბევრი რამ, რასაც ემი ვაქსი ამბობს, არასწორია. მაგრამ... მე ასევე ვთვლი, რომ ჩემი მოვალეობაა დავიცვა მისი სიტყვის უფლება და მოვუწოდო ამაზე უფრო გულწრფელი და სამართლიანი დებატებისკენ... ჩვენ უნდა გვინდოდეს, რომ ყველამ გაიგოს მისი სათქმელი, რათა გამოიტანონ საკუთარი დასკვნები“.

რასისტული გამონათქვამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წელს ვაქსმა დაწერა, რომ „შეერთებული შტატებისთვის უკეთესია თუ ნაკლები აზიელი იქნება“, ამტკიცებდა, რომ აზიელები ვერ აფასებენ იმ უპირატესობას, რაც აშშ-ში ცხოვრებით აქვთ მინიჭებულის და არაპროპორციულად აძლევენ ხმას „დამღუპველ“ დემოკრატიულ პარტიას, (მისივე შეფასებით „იდუმალ“პარტიას), რადგან დემოკრატიული პარტია „ითხოვს თანაბარ შედეგებს, მიუხედავად აშკარა... ჯგუფური განსხვავებებისა“ (რაც ნიშნავს, რომ აზიელები ბევრად აღემატებიან შავკანიანებს ჯგუფური მიღწევებით) და „შავკანიანების განდიდებისა.“ მან დადებითად მოიყვანა ენოხ პაუელის ციტატა, რომელიც მოითხოვდა უფრო მკაცრი რასობრივი საემიგრაციო შეზღუდვების შემოღებას აზიელებისთვის.

2022 წლის აპრილში ვაქსმა Tucker Carlson Today - ის პროგრამაში განაცხადა, რომ „შავკანიანთა“ და სხვა „არადასავლური“ ჯგუფები გამოხატავენ „უკმაყოფილებას, სირცხვილს და შურს“ თეთრი დასავლელების მიმართ მათი „უზარმაზარი მიღწევებისა და წვლილისთვის“. [15]

რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პენსილვანიის უნივერსიტეტის იურიდიული სკოლის დეკანმა თეოდორ რუგერმა ვაქსის განცხადებებს აზიელების შესახებ უწოდა „რასისტული “ რომელიც „ დიამეტრულად ეწინააღმდეგება ინსტიტუტის პოლიტიკასა და სულისკვეთებას.“ [16] გლენ ლორი, ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც ინტერვიუ აიღო, მის კომენტარებს „აღმაშფოთებელი“ უწოდა და თქვა: „ის, რაც მან თქვა აზიელებზე, შეიძლებოდა ეთქვა და თქვა კიდეც ებრაელებზე არც ისე დიდი ხნის წინ. დღეს ჩვენ ამას ანტისემიტიზმს ვუწოდებთ“. 5 იანვრის მდგომარეობით, სამართალმცოდნეობის თითქმის 9000 სტუდენტმა მოაწერა ხელი პეტიციას ვაქსის გათავისუფლების შესახებ. [17] მისმა განცხადებებმა გამოიწვოა კამათი როგორც პენსილვანიის ადგილობრივ გაზეთებში, ასევე ეროვნულ პრესაში. [16] [18]

ვაქსის განცხადებებმა მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია ინდო-ამერიკულ საზოგადოებაში, მათ შორის პენსილვანიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორმა ნილ მახიჯამ და ფედერალურმა კანონმდებელმა რაჯა კრიშნამურთიმ, რომლებმაც კომენტარებს უპასუხისმგებლო უწოდეს, განაცხადეს: „ასეთი კომენტარები ქმნის სიძულვილს, შიშს და ზიანს აყენებს უმცირესობებს. ”

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. C.V., Amy Laura Wax. University of Pennsylvania Law School.
  2. Wax, Amy (2017-08-09). „Paying the price for breakdown of the country's bourgeois culture“. The Philadelphia Inquirer. Philadelphia, Pennsylvania: Philadelphia Media Network.
  3. Spinelli, Dan (2017-08-10). 'Not all cultures are created equal' says Penn Law professor in op-ed“. The Daily Pennsylvanian. Philadelphia, Pennsylvania: Daily Pennsylvanian, Inc.
  4. Feliciano Reyes, Juliana (2017-08-09). „The internet wants Penn Law prof Amy Wax fired (again)—this time for her comments on the Kavanaugh hearing“. The Philadelphia Inquirer. Philadelphia, Pennsylvania: Philadelphia Media Network.
  5. "GET-UP Statement about Wax Op-Ed, " GET-UP, August 11, 2017.
  6. Mitchell, John N. (2018-03-17). „Black Lives Matter leader: Penn has to fire 'racist' professor“. The Philadelphia Tribune.
  7. „Penn professor removed from class for saying black students underperform“. 2018-03-14.
  8. Schladebeck, Jessica (2018-03-15). „Penn Law professor loses teaching duties for saying black students 'rarely' earn top marks“. New York Daily News. New York City: Tribune Media Services.
  9. Professor Wax Vs. Her University.
  10. Wax, Amy L. (2018-03-22). „The University of Denial; Aggressive suppression of the truth is a central feature of American higher education“. The Wall Street Journal. New York City: Dow Jones & Company.
  11. Mac Donald, Heather (2017-09-18). „Higher Ed's Latest Taboo Is 'Bourgeois Norms'; An op-ed praising 1950s values provokes another campus meltdown—from the deans on down“. The Wall Street Journal. New York City: Dow Jones & Company.
  12. Levy, Paul S. (2018-06-10). „University Boardrooms Need Reform; As in corporate America in the 1980s, self-serving managers are putting institutions at risk“. The Wall Street Journal. New York City: Dow Jones & Company.
  13. Fortinsky, Sarah (2018-04-09). „Penn Trustee Emeritus resigns over University 'treatment of Amy Wax'. The Daily Pennsylvanian.
  14. VerBruggen, Robert (2018-03-21). „If Amy Wax Is Wrong, Let's See the Data“. National Review. New York City: National Review Inc.
  15. Video | 'Their country is sh**hole': US professor's racist rant against Indian-Americans, Brahmins.
  16. 16.0 16.1 Penn Law professor Amy Wax skewered again for claiming U.S. is 'better off with fewer Asians' (2022-01-05).
  17. UPenn Responds To Anti-Asian Comments Made By Tenured Law Professor Amy Wax (2022-01-05).
  18. Mitovich. Penn Law professor Amy Wax's anti-Asian comments spark national scrutiny.