ელენ გლედიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელენ გლედიჩი
დაბადების თარიღი 29 დეკემბერი 1879
მანდალი, ნორვეგია
გარდაცვალების თარიღი 5 ივნისი, 1968 (88 წლის)
დაკრძალულია ოსლო
მოქალაქეობა ნორვეგიის დროშა ნორვეგია
საქმიანობა ქიმია
დამსაქმებელი ოსლოს უნივერსიტეტი, პარიზის უნივერსიტეტი, იელის უნივერსიტეტი
ჯილდოები ნანსენის პრემია

ელენ გლედიჩი (დ. 29 დეკემბერი, 1879, მანდალი -— გ. 5 ივნისი, 1968, ოსლო) — ნორვეგიელი რადიოქიმიკოსი. დაიწყო მუშაობა რადიოქიმიის დარგში მარი კიურის ხელმძღვანელობით, იგი გახდა ნორვეგიაში პირველი ქიმიის მასწავლებელი და რიგი უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელენ გლედიჩი დაიბადა მანდალაში, (ნორვეგია) 1879 წელს. ის იყო კარლ კრისტიან გლედიჩისა და პეტრა ბირგიტა ჰანსენის ათი შვილიდან უფროსი. გლედიჩის ოჯახის წინაპრები ნორვეგიაში იუგოსლავიიდან ელენის დაბადებამდე ერთი საუკუნით ადრე ჩავიდნენ.

1897 წელს სკოლის დამთავრებია შემდეგ ელენი მუშაობდა ფარმაცევტის ასისტენტად. 1902 წელს მან ჩააბარა გამოცდები ფარმაკოლოგიაში და სასწავლებლად გადავიდა კრისტიანიას (ახლანდელი ოსლო) უნივერსიტეტში. ერთი წლის შემდეგ იგი გახდა ასისტენტი უნივერსიტეტის ქიმიურ ლაბორატორიაში. 1905 წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები, 1906 წელს მიიღო მდივნის თანამდებობა.

1906-1907 წლებში იგი ასევე მუშაობდა ქიმიკოს ეივინდ ბოდტკერის ასისტენტად და გაუმხილა მას თავისი ოცნება პარიზში  მარი კიურისთან სწავლის შესახებ. ბოდტკერმა მოახერხა დაარწმუნა კიური ელენ გლედიჩი თანაშემწედ აეყვანა და 1907 წლის სექტემბერში იგი შეუერთდა მარი კიურის კვლევით ჯგუფს სორბონაში. კიურის და გლედიჩის თანამშრომლობა ხუთ წელს გაგრძელდა, რის შემდეგაც ისინი მთელი ცხოვრება ახლო მეგობრებად დარჩნენ. 1912 წელს გლედიჩმა მიიღო სორბონის დიპლომი. 1913-1914 წლებში, სტიპენდიის წყალობით, მუშაობდა შეერთებულ შტატებში რადიოქიმიკოს ბერტრამ ბოლტვუდთან იელის უნივერსიტეტში. 1914 წელს სმიტის კოლეჯში გლედიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა.[2]

ელენ გლედიჩი

1916 წელს ელენ გლედიჩმა მიიღო ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა კრისტიანიას უნივერსიტეტში, 1929 წელს გახდა ნორვეგიაში მეორე ქალი, ვინც უნივერსიტეტში მუშაობდა ლექტორად (კრისტინა ბონევის შემდეგ) და ქიმიის პირველი ქალი მასწავლებელი.. ხელმძღვანელობდა არაორგანული ქიმიის კათედრას, იგი ამ თანამდებობაზე 1946 წლამდე -— პენსიაზე გასვლამდე დარჩა 1920 წელს მას  მიენიჭა ნანსენის პრემია მიღწევებისთვის. მომდევნო წლების განმავლობაში გლედიჩი ასევე ასწავლიდა სტრასბურგის, ბუდაპეშტის, სოფიას, ბუქარესტის, გლაზგოს და აშშ-ის რიგ უნივერსიტეტებში. 1946 წელს ელენ გლედიჩმა მიიღო ნორვეგიის წმინდა ოლაფის პირველი ხარისხის ორდენი. 1946 წელს მან მიიღო საპატიო დოქტორის წოდება სტრასბურგის უნივერსიტეტში, ხოლო 1962 წელს სორბონის უნივერსიტეტში. მისი ინიციატივით მოხდა ნორვეგიის მიერ რადიუმის პირველი შესყიდვა, რასაც შემდგომ მოჰყვა რადიუმის ინსტიტუტის შექმნა (Kristiania Radiumsinstitutt, ახლა Norske Radiumhospital).[3]

1926-1929 წლებში ელენ გლედიჩი იყო უნივერსიტეტის ქალთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, ხოლო 1937-1939 წლებში -— ნორვეგიის ქალთა უფლებების ასოციაციის (Norsk kvinnesaksforening) ვიცე-პრეზიდენტი. მეორე მსოფლიო ომის დროს მან წვლილი შეიტანა ნორვეგიის წინააღმდეგობის მოძრაობაში, ხოლო ომის შემდეგ გახლდათ იუნესკოს კომიტეტის წევრი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო კონტროლის შესახებ. ელენ გლედიჩი არის 150-მდე გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორი, მათ შორის წიგნების ქიმიის, ქიმიის ისტორიისა და რადიოაქტიურობის შესახებ.[4][5]

ელენ გლედიჩი გარდაიცვალა ოსლოში 1968 წლის 5 ივნისს, 88 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს ოსლოს დასავლეთ სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ogilvie M. B. The Biographical Dictionary of Women in Science (англ.): Pioneering Lives From Ancient Times to the Mid-20th Century — Routledge, 2003. — Vol. 1. — P. 508. — 798 p. — ISBN 978-1-135-96342-2
  2. "Syklotronen skal hete..." დაარქივებული 2023-02-08 საიტზე Wayback Machine. Oslo universitetssykehus (ნორვეგიულ ენაზე). Retrieved 12 May 2022.
  3. Gleditch Ellen. UNESCO Archives AtoM Catalogue.
  4. "Rayner-Canham (1997)", p 72
  5. "Rayner-Canham (1997), p 73"