ევთიმი ტარნოვოელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წმ. ევთიმი ტარნოვოელი
Свети Евтимий Търновски

წმინდა ევთიმი ტარნოვოელის ხატი
სრული სახელი Свети Патриарх Евтимий Търновски
დაიბადა

1320-იანები[1] [2]
დაახ. 1325

ველიკო-ტარნოვო, ბულგარეთის მეორე იმპერია
გარდაიცვალა

1402
დაახ. 1402–1404 წლები

ბაჩკოვოს მონასტერი
ხსენების დღე 20 იანვარი
მოღვაწეობა მთარგმნელი, მწერალი, spelling და მახვილი
ენა ბულგარული ენა
ნათესავ(ებ)ი აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესია

წმ. ევთიმი ტარნოვოელი (აგრეთვე, Evtimiy; ბულგ.: Свети Евтимий Търновски, Sveti Evtimiy Tarnovski) — ბულგარეთის პატრიარქი 1375–1393 წლებში. იგი მიჩნეულია შუა საუკუნეების ბულგარეთის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად. ევთიმი იყო ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის უკანასკნელი ხელმძღვანელი ბულგარეთის მეორე იმპერიაში. ბულგარეთის პატრიარქებს შორის უდავოდ ყველაზე დაფასებული ევთიმი მხარს უჭერდა ისიხაზმს და ავტორიტეტული ფიგურა იყო აღმოსავლეთის იმდროინდელ მართლმადიდებლურ სამყაროში.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ევთიმი დაიბადა დაახლოებით 1325 წელს (1320 და 1330 წლებს შორის) და, სავარაუდოდ, დედაქალაქ ტარნოვოში მცხოვრები გამოჩენილი ცამბლაკების ოჯახის შთამომავლადაც იყო მიჩნეული. ევთიმიმ განათლება მიიღო ქალაქისა და მისი შემოგარენის სამონასტრო სკოლებში. იგი აღიკვეცა ბერად და 1350 წელს შეუერთდა კილიფარევოს მონასტერს, რადგან მოიხიბლა სახელგანთქმული თეოდოსი ტარნოვოელით. 1363 წელს იგი თეოდოსმა დანიშნა პირველ ასისტენტად, თუმცა ორივე მათგანი გაემგზავრა ცარიგრადში, სადაც თეოდოსი მალევე გარდაიცვალა.

მოგვიანებით, ევთიმი ჯერ სტუდიონის მონასტერის რიგებს შეუერთდა, ხოლო შემდეგ – ათანასეს ლავრას, აიონ-ოროსის მთაზე. მასზე დიდი გავლენა მოახდინეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სასულიერო ცხოვრების გამოჩენილმა მკვლევრებმა და რეფორმატორებმა, როგორებიც არიან: გრიგოლ სინაიტი, გრიგოლ პალამა, კალისტე I და იოანე კუკუზელი. ბიზანტიის იმპერატორმა იოანე V პალეოლოგოსმა ევთიმი გადაასახლა ლემნოსის კუნძულზე, ხოლო გათავისუფლების შემდეგ, იგი დაბრუნდა ბულგარეთის ზოგრაფის მონასტერში აიონ-ოროსის მთაზე. ევთიმიმ სწორედ მთაზე ყოფნის დროს გამოხატა საკუთარი პოზიცია სასულიერო წიგნების თარგმნისთვის მართლწერის რეფორმების თაობაზე და დაგეგმა შესწორებები.

საქმიანობა ბულგარეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაახლოებით 1371 წელს, ევთიმი დაბრუნდა ბულგარეთში და დააარსა წმინდა სამების საპატრიარქო მონასტერი ტარნოვოს შორიახლოს, სადაც ტარნოვოს სალიტერატურო სკოლაც არსებობდა. ევთიმიმ საფუძველი ჩაუყარა ორთოგრაფიულ წესებს და არაზუსტად თარგმნილი რელიგიური წიგნების შესწორება დაიწყო, ადარებდა რა ბერძნულ ენაზე დაწერილ ორიგინალურ წიგნებს. შესწორებული ტექსტები დაწერილი იყო საეკლესიო სლავონიურ ენაზე, რომელიც გახდა სანიმუშო მოდელი მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის: ბულგარეთი, სერბეთი, რუმინეთი და რუსეთი. მისმა ბიოგრაფმა, გრეგორი ცამბლაკმა ევთიმის შრომა, მოსესა და ეგვიპტის მეფე პტოლემე I-ის ღვაწლს შეადარა.

1375 წელს, პატრიარქ იოანეს გარდაცვალების შემდგომ, ევთიმი დაასახელეს მის მემკვიდრედ. ევთიმი მხარს უჭერდა ასკეტიზმს და მიზნად ისახავდა ერეტიკოსების დევნას და მორალურად განადგურებას. ევთიმი გახდა სახელგანთქმული ფიგურა მართლმადიდებლურ სამყაროში და საკმაოდ ბევრმა მიტროპოლიტმა და იღუმენმა მიმართა მას თეოლოგიური საკითხების ახსნა-განმარტებისთვის.

ცნობილია ევთიმის 15 ნამუშევარი, რომელთა შორის არის ლიტურგიული წიგნები, სადიდებელი შრომები და ეპისტოლეები. ევთიმის ლიტერატურულ მოწაფეთა რიგებში მოიაზრება: კიევის მიტროპოლიტი გრეგორი ცამბლაკი; მოსკოვის მიტროპოლიტი კიპრიანი; იოასაფ ბდინელი და კონსტანტინე კოსტენეცი.

ტარნოვოს სალიტერატურო სკოლის დაარსება და ენის რეფორმის წამოწყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრიარქ ევთიმის ქანდაკება, ველიკო-ტარნოვოს ქალაქის გალერეაში.

თეოდოს ტარნოვოელის პატრიარქობის დროს, ევთიმიმ დააფუძნა და მართავდა ტარნოვის სალიტერატურო სკოლას, რომელიც მალევე გახდა მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი სლავურ ქრისტიანულ სამყაროში.

ევთიმიმ წამოაყენა ძველი ბულგარული ენის რეფორმა, რომელიც ფართო გავლენას ახდენდა სერბეთის, ვლახეთის, მოლდოვისა და რუსული სამთავროების სტანდარტიზებულ სალიტერატურო ენებზე. გრეგორი ცამბლაკი ევთიმის ენის რეფორმას აღწერს შემდეგი მანერით.[3]


ვიკიციტატა
„როდესაც მან [ევთიმი] გაანადგურა ყველა ძველი [წიგნი], ამ მეორე კანონმდებელმა, რომელიც ეშვებოდა სულიერი მთის წვერიდან და ხელში ეჭირა [წიგნები] (ღვთის მიერ დაწერილი დაფების მსგავსი), რომლებზედაც მუშაობდა, ეკლესიას გადასცა ჭეშმარიტად ზეციური განძი - ყველაფერი ახალია, ყველაფერი. მართალია, სახარების მიხედვით, ურყევია დოგმების ძალით, როგორც სიცოცხლის წყალი ღვთისმოსავთა სულებისთვის, როგორც დანა ერეტიკოსთა ენებისთვის, როგორც ცეცხლი მათი [ერეტიკოსების] სახეებისთვის. და პავლესთან ერთად, შესძახა: 'ძველი, წარსულს ჩაბარდა. აჰა! ყველაფერი განახლდა' [2 კორ. 5:17].“

შრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრომების სია (მათი მხოლოდ ნაწილი არის წარმოდგენილი):

  • ჰაგიოგრაფიები:
    • წმიდა ივანე რილელის აგიოგრაფია
    • წმინდა ილარიონ მაგლენსკის აგიოგრაფია
    • წმინდა ფილოთეა თემნიშკას აგიოგრაფია
    • ტარნოვოს წმინდა პეტკას აგიოგრაფია
  • სამადლობელი:
    • სამადლობელი მიხაილ მეომრისთვის
    • სამადლობელი იოანე პოლივოცკის
    • სამადლობელი წმინდა ნედელიას
    • სამადლობელი წმიდა კონსტანტინესა და ელენესა
  • წერილები:
    • წერილი კვიპრიანს
    • წერილი მიტროპოლიტ არსენიუსს
    • წერილი ნიკოდიმს - ტისმანის ბერს

ტარნოვოს დაცემა და მისი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1393 წლის გაზაფხულზე, ოსმალეთის სულთანმა, ბაიაზიდ I-ის ვაჟმა სულეიმანმა თავისი მრავალრიცხოვანი ძალებით ალყა შემოარტყა ბულგარეთის დედაქალაქ ტარნოვოს. მაშინ, როცა ბულგარეთის მეფე ივან შიშმენი ჯარისკაცების დარჩენილ ნაწილს მიუძღვოდა ნიკოპოლის ციხე-სიმაგრისკენ, ევთიმი იყო ერთადერთი სანდო პიროვნება, რომელსაც შეეძლო ტარნოვოს დაცვა. 1393 წლის 17 ივლისს, სამთვიანი ალყის შემდეგ, ოსმალებმა დაიპყრეს დედაქალაქი, მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა; რამდენიმე წლის მოგვიანებით, გრეგორი ცამბლაკმა განაცხადა, რომ ამის მიზეზი ტარნოვოს არაქრისტიანული სამეზობლოების არსებობა იყო.

ამ მოვლენის თანამედროვე, ვიდინის მიტროპოლიტი იოასაფ ბდინელი აღწერს, როგორც „დიდი მუსლიმური ინტერვენციის შედეგად ქალაქი და მისი შემოგარენი მთლიანად განადგურდა.“ გრეგორი ცამბლაკის თანახმად, ეკლესიები გადააკეთეს მეჩეთებად, მღვდლები გააძევეს და „ურცხვი მასწავლებლებით“ ჩაანაცვლეს. ტარნოვოს 110 გამორჩეული მოქალაქე და ბოიარი დახოცეს. პატრიარქი ევთიმი დროებით შეიწყალეს და მაკედონიაში (თანამედროვე თრაკია) გადაასახლეს, კერძოდ, სავარაუდოდ, ბაჩკოვოს მონასტერში. მიჩნეულია, რომ იგი გარდაიცვალა 1402–1404 წლებში. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ტარნოვოს საპატრიარქომ არსებობა შეწყვიტა, რადგან ბულგარეთის ეკლესიამ დაკარგა დამოუკიდებლობა და 1870 წლამდე ექვემდებარებოდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს.

პატრიარქი ევთიმი კანონიზდა და მისი ხსოვნის დღედ დაწესდა ევთიმი დიდის გარდაცვალების თარიღი – 20 იანვარი.

უკვდავყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პატრიარქ ევთიმის უკვდავსაყოფად, მისი სახელი (წმ. ევტიმი კრაგი) ეწოდა ლივინგსტონის კუნძულის კლდოვან წვერს, რომელიც მდებარეობს ანტარქტიდაზე და სამხრეთ შეტლანდიის ერთ-ერთ კუნძულადაც ითვლება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Св. патриарх Евтимий Търновски
  2. Из живота и обществено-политическата дейност на патриарх Евтимий Търновски // Istoričeski pregled — 1977. — ტ. 6, გამ. 33. — გვ. 237–249. — ISSN 0323-9748
  3. P. Rusev et al. (eds), Gregory Tsamblak, Pokhvalno slovo za Evtimii (Sofia: B’lgarskata Akademiia na Naukite, 1971), pp. 196–7; cited by H. Goldblatt, Orthography and Orthodoxy: Constantine Kostenecki's Treatise on the Letters (Florence: Le Lettere, 1987), p. 33. Quotation cited in Speake, Graham (2014). Mount Athos: renewal in paradise. Denise Harvey, გვ. 129. ISBN 978-960-7120-34-2. OCLC 903320491. .

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Ivanova, Kl. (1986) (in Bulgarian). Патриарх Евтимий. С.
  • Патриарх Евтимий Търновски и неговото време. Материали от националната научна сесия за 600 г. от заточението на св. Евтимий, патриарх Търновски, Велико Търново, 6 октомври 1993 г. Ред. кол. Георги Данчев и др. Велико Търново, 1998 (Проглас).

სასარგებლო ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]