სლავონია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სლავონია ხორვატიის რუკაზე

სლავონია (ხორ. Slavonija) — ხორვატიის 4 ისტორიული რეგიონიდან ერთ ერთი.[1] დანარჩენი სამია: დალმაცია, ისტრია და ნამდვილი ხორვატია. ზოგიერთ ლათინურ წყაროში სლავონიას XIII საუკუნემდე მთელს ხორვატიის ტერიტორიას უწოდებდნენ. XIII საუკუნიდან სლავონია ერქვა მდინარეების, სავისა და დრავის მარჯვენა ნაპირებს შორის მიწებს. XVII-XVIII საუკუნეებში ერქვა მდინარე დრავის, დუნაისა და სავის მარჯვენა შუამდინარეთს. რეგიონის ფართობია 12,556 კმ² (ხორვატიის 22,2%), ხოლო მოსახლეობა 806,192 (ხორვატიის მოსახლეობის 18.8%). რეგიონის უდიდესი ქალაქია ოსიეკი. რეგიონის კლიმატი არის ზომიერი და კონტინენტური.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Frucht, Richard C. (2004). Eastern Europe: An Introduction to the People, Lands, and Culture, illustrated, ABC-CLIO, გვ. 413. ISBN 1576078000. წაკითხვის თარიღი: 15 August 2012.