დობრიჩის ოლქი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
დობრიჩი (ბულგ. Област Добрич) — ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი დობრიჩი.
ოლქის აღმოსავლეთიდან ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთის საზღვარი გადის ბულგარეთ-რუმინეთის სახელმწიფო საზღვარზე. დასავლეთიდან და სამხრეთიდან ესაზღვრება ბულგარეთის სამი ოლქი.
ფართობი 4 719,7 კმ², ხოლო მოსახლეობა 213 325 ადამიანი.
მუნიციპალიტეტები [რედაქტირება]
დობრიჩის ოლქი (oбласт) იყოფა 8 მუნიციპალიტეტად. აქ მოცემულ სიაში ნაჩვენებია მუნიციპალიტეტების ქართული და კირილიცური სახელწოდებები, მნიშვნელოვანი ქალაქები და სოფლები და აგრეთვე 2009 წლის აღწერის შედეგად მუნიციპალიტეტების მოსახლეობა.
| მუნიციპალიტეტი | კირილიცა | მოს.[1] | ქალაქი/სოფელი | მოს.[1] |
|---|---|---|---|---|
| ბალჩიკი | Балчик | 22,843 | ბალჩიკი | 13,801 |
| დობრიჩი (ქალაქი) | Добрич-Град | 113,662 | დობრიჩი | 113,662 |
| დობრიჩკა (სოფელი) | Добричка | 26,384 | დობრიჩკა | (above) |
| გენერალ-ტოშევო | Генерал Тошево | 18,953 | გენერალ-ტოშევო | 8,128 |
| კავარნა | Каварна | 17,162 | კავარნა | 12,857 |
| კრუშარი | Крушари | 7,729 | კრუშარი | 1,630 |
| შაბლა | Шабла | 5,651 | შაბლა | 3,912 |
| ტერველი | Тервел | 28,515 | ტერველი | 8,036 |
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
სქოლიო [რედაქტირება]
|
|||||||||||