მუნტენია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუმინეთის რუკა. მუნტენია გამოსახულია ყვითლად

მუნტენია, მოძვ. მულტანია (რუმ. Muntenia) — ისტორიული ოლქი ვლახეთში, მდინარეებს დუნაისა (სამხრეთ-აღმოსავლეთით) და ოლტს (დასავლეთით) და კარპატებს შორის. ესაზღვრება ოლტენიას, მოლდავეთსა და ტრანსილვანიას. მუნტენიის ისტორიული დედაქალაქია ტირგოვიშტე. უმსხვილესი ქალაქი ბუქარესტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]