დიდი კანიონის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიდი კანიონის ეროვნული პარკი


IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
US Locator Blank.svg
მდებარეობა არიზონა, აშშ
უახლოესი ქალაქი ფლაგსტაფი
ფართობი 4,926.66 კვ.კმ.
დაარსდა 26 თებერვალი 1919 წელი
სტუმრობა 4 279 439 (2006)
მმართველი ორგანო ეროვნული პარკების სამსახური
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 75
რუს.ინგლ.ფრ.

დიდი კანიონის ეროვნული პარკი (ინგლ. Grand Canyon National Park) — ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნილი ერთ-ერთი უძველესი ეროვნული პარკი. მდებარეობს არიზონის შტატში. პარკის ტერიტორია მოიცავს დიდი კანიონს და მდინარე კოლორადოს, ის ბუნების საოცრებადაა აღიარებული. დიდი კანიონის ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 4 927 კმ²-ს.

დიდი კანიონის სამხრეთი ნაწილი, ტურისტებში განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს. აქ არის მრავალი ღირსშესანიშნავი ადგილი და თან ეს ტერიტორია გზიდან 48 კილომეტრში მდებარეობს. რაც შეეხება პარკის ჩრდილოეთ ნაწილს, მას ყველაზე ნაკლებად სტუმრობენ. დაცული ტერიტორიის დანარჩენ ნაწილში მისვლა საკმაოდ რთულია, თუმცა ბევრი ტურისტი ბილიკების მეშვეობით მაინც ახერხებს ამ ადგილების მონახულებას.

1908 წლის 11 იანვარს, პრეზიდენტ ბენჯამინ ჰარისონის გადაწყვეტილებით ამ ადგილს მიენიჭა ეროვნული მონუმენტის სტატუსი, 1919 წელს კი დიდი კანიონს შეეცვალა სტატუსი და ის უკვე ეროვნულ პარკად იწოდებოდა. 1975 წელს დიდი კანიონის ეროვნული პარკის ტერიტორია ორჯერ გაფართოვდა. 1979 წელს იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობად აღიარა.

მრავალფეროვანია პარკის ფლორა და ფაუნა. აქ დაახლოებით ცხოვრობს: 355 სახეობის ფრინველი, 89 სახეობის ძუძუმწოვარი, 47 რეპტილია, 9 სახეობის ამფიბია, 17 სახეობის თევზი. პარკის ფლორიდან აღსანიშნავია: 167 სახეობის სოკო, 64 სახეობის ხავსი და 195 სახეობის ლინქენი.

ფოტო გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]