ვატერტონ-გლასიერის მშვიდობის საერთაშორისო პარკი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვატერტონ-გლასიერის მშვიდობის საერთაშორისო პარკი*
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი

CameronLakeAutumn.JPG
ტბა კამერონი
ქვეყანა კანადის დროშა კანადა აშშ-ის დროშა აშშ
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები vii, ix
სია იუნესკოს სია
რეგიონი** ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა
კოორდინატები 49°00′00″ ჩ. გ. 113°55′00″ დ. გ. / 
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 354
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 354
რუს.ინგლ.ფრ.

ვატერტონ-გლასიერის მშვიდობის საერთაშორისო პარკიკანადის ტერიტორიაზე მდებარე ვატერტონის ტბების ეროვნული პარკისა და აშშ-ის ტერიტორიაზე მდებარე გლასიერის ეროვნული პარკის გაერთიანების საერთო სახელი. ორივე პარკი იუნესკოს მიერ გამოცხადებულია ბიოსფერულ ნაკრძალებად და 1995 წლიდან შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

პარკების გაერთიანება შეიქმნა 1932 წლის 18 ივნისს , ორგანიზაცია როტარი ინტერნეიშენალის ალბერტელი და მონტანელი წევრების ძალისხმევით. იგი მშვიდობის პირველი პარკია მთელს მსოფლიოში და წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და მშვიდობის სიმბოლოს. სამომავლოდ არის მცდელობა მსგავსი პარკი შეიქმნას აშშ-სა და მექსიკას შორისაც.[1]

პარკის ფართობი 4572 კმ²-ია და მდებარეობს ალბერტას სამხრეთ-დასავლეთ და მონტანას ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე. მის ტერიტორიაზე გავრცელებულია ვაკეები, ტყეები, ალპური მთები და მყინვარები, ასევე მცენარეთა და ცხოველთა დიდი მრავალფეროვნება.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე