ევერგლეიდის ეროვნული პარკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევერგლეიდის ეროვნული პარკი


IUCN კატეგორია Ib (ველური ბუნება)
US Locator Blank.svg
მდებარეობა ფლორიდა, აშშ
უახლოესი ქალაქი ფლორიდა-სიტი
ფართობი 6,104 კმ²
დაარსდა 6 დეკემბერი 1947 წელი
სტუმრობა 1,074,764 (2007)
მმართველი ორგანო ეროვნული პარკების სამსახური
ევერგლეიდის ეროვნული პარკი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 76
რუს.ინგლ.ფრ.

ევერგლეიდის ეროვნული პარკი (ინგლ. Everglades National Park) — ეროვნული პარკი ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთით ფლორიდის შტატში. პარკი დაარსდა 1947 წლის 6 დეკემბერს. მისი ფართობი შეადგენს 6 105 კმ²-ს. პარკი მოქცეულია სუბტროპიკულ კლიმატურ სარტყელში. იგი სიდიდით მესამე ეროვნული პარკია შეერთებულ შტატებში.

ევერგლეიდის ეროვნული პარკის მთავარი დანიშნულებაა, შეინარჩუნოს ამ ტერიტორიაზე არსებული უნიკალური ეკოსისტემა. პარკს ამ მხარეში მნიშვნელოვანი ეკონომიკური ფუნქციებიც გააჩნია. ყოველწლიურად ამ ტერიტორიას მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. 1976 წელს იუნესკომ ევერგლეიდი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა. ისევე როგორც შეერთებულ შტატებში არსებულ სხვა პარკებს, ასევე ამ დაცულ ტერიტორიასაც მართავს ეროვნული პარკების სამსახური.

მდიდარია ეროვნული პარკის ფლორა და ფაუნა. აქ ცხოვრობს 350 სახეობის ფრინველი, 300 სახეობის მტკნარი და ზღვის თევზი, 40 სახეობის ძუძუმწოვარი და 50 სახეობის ქვეწარმავალი. პარკში არსებული 36 სახეობის ცხოველი გადაშენების პირასაა მისული, მათგან აღსანიშნავია: ფლორიდული პუმა, ამერიკული ნიანგი და სხვები.

2010 წლის იუნესკოს 34-ე სესიაზე ევერგლეიდის ეროვნული პარკი შეიტანეს საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში ეკოსისტემის სერიოზული დეგრადაციის გამო.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]