დაგუპანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაგუპანი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 16°02′35″ ჩ. გ. 120°20′02″ ა. გ. / 16.04306° ჩ. გ. 120.33389° ა. გ. / 16.04306; 120.33389
დაარსდა 1590 და 20 ივნისი, 1947
ფართობი 37.23 კმ²
ცენტრის სიმაღლე 18 მეტრი
მოსახლეობა 174 302 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 75
საფოსტო ინდექსი 2400
ოფიციალური საიტი http://dagupan.gov.ph
დაგუპანი — ფილიპინები
დაგუპანი

დაგუპანი (ოფიციალურად ქალაქი დაგუპანი; ილოკ: Siudad ti Dagupan, ტაგ: Lungsod ng Dagupan) — პირველი კლასის დამოუკიდებელი შემადგენელი ქალაქი პანგასინანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 171 271 ადამიანს ითვლის.[2]

დაგუპანი მდებარეობს კუნძულ ლუსონის ჩრდილო-დასავლეთ ცენტრალურ ნაწილში, ლინგაენის ყურის მახლობლად. იგი მანილიც ჩრდილოეთით მთავარი კომერციული და ფინანსური ცენტრის ფუნქციას ასრულებს. აგრეთვე, დაგუპანი ჩრდილო-ცენტრალური ლუსონის თანამედროვე სამედიცინო მომსახურების, მედიისა და კომუნიკაციების ცენტრია. ქალაქი მდებარეობს მდინარე აგნოს ნაყოფიერ ველებზე.

დაგუპანი Chanos chanos-ის წარმოების მხრივ პროვინციის მოწინავე ქალაქებს შორისაა. 2001-2003 წლებში ქალაქში 35 560.1 ტონა Chanos chanos აწარმოეს, რაც მთლიანი პროვინციის 16.8%-ს შეადგენდა.[3]

დაგუპანი ადმინისტრაციულად და პოლიტიკურად პანგასინანის პროვინციისგან დამოუკიდებელია და მხოლოდ პროვინციის საკანონმდებლო რაიონს მიეკუთვნება. დაგუპანი ფილიპინების ერთ-ერთი სამომავლო რეგიონული აგლომერაციაა. დაგუპანის რეგიონული აგლომერაცია სავარაუდოდ შემდეგ ქალაქებს მოიცავს: ლინგაიეინი, ბინმალეი, კალასიაო, მანგალდანი, მანაოაგი, მაპანდანი, სან-ფაბიანი, სან-ხასინტო და სანტა-ბარბარა.[4]

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის სახელწოდება პანგასინანის ენიდან წარმოდგება (პანდარაგუპანი) და „თავშეყრის ადგილს“ ნიშნავს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საუკუნეების მანძილზე ქალაქი რეგიონული სავაჭრო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XV საუკუნეში პანგასინანი კალბოანის შემადგენლობაში შედიოდა. 1406-1411 წლებში მათ ჩინეთში ელჩები გაგზავნეს.[5] 1892 წლის 24 ნოემბერს ფილიპინებში პირველი საქალაქთაშორისო რკინიგზა გაიხსნა, რომელმაც მანილა და დაგუპანი დააკავშირა ერთმანეთთან.

1941 წლის დეკემბერში დაგუპანი იაპონურმა თვითმფრინავებმა დაბომბეს. იაპონელებმა ქალაქი 1942 წლის დასაწყისში დაიპყრეს.[6]1947 წლის 20 ივნისს, 170-ე რესპუბლიკური აქტის შესაბამისად დაგუპანმა ქალაქის სტატუსი მიიღო.[7]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პანორამული ხედი მდინარე დაგუპანიდან
პანორამული ხედი მდინარე დაგუპანიდან

დაგუპანის ფართობი 4 447.1 ჰექტარია. ჩრდილოეთიდან ლინგაენის ყურე, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — სან-ფაბიანი, აღმოსავლეთიდან — მანგალდანი, სამხრეთიდან კალასიაო, ხოლო დასავლეთიდან ბინმალეი ესაზღვრება. ტერიტორიის 35.98% სასოფლო-სამეურნეო მიწებს, მარცვლეულის ველებსა და თევზების გუბურებს უკავია, 22.88% საცხოვრებელი ტერიტორიაა, დანარჩენი სივრცე კი კომერციული, ინდუსტრიული, ინსტიტუციური, სამთავრობო დანიშნულების მიწებს, პარკებსა და გზებს უკავია.

ბარანგაები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაგუპანი პოლიტიკურად 31 ბარანგაიდ იყოფა.[8]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით დაგუპანი ტროპიკული მუსონური კლიმატის სარტყელშია. კორონას მოდიფიცირებული კლიმატური კლასიფიკაციით დაგუპანში I ტიპის კლიმატია, რომლისთვისაც მშრალი სეზონი ნოემბრიდან აპრილამდე გრძელდება.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პერესის ბულვარი

დაგუპანის მოსახლეობის უმრავლესობას პანგასინანები შეადგნენ, რომლები პანგასინანის ენაზე საუბრობენ. მოსახლეობის ნაწილი ინგლისურ, ილოკანურ ენასა და ფილიპინურ ენაზე საუბრობს. დაგუპანში ჩინური წარმოშობის მაცხოვრებლები ჩინურ ენაზე საუბრობენ. 2016 წლის მონაცემებით რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 105 183 ადამიანია.[8]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაგუპანი პანგასინანისა და ჩრდილო-ცენტრალური ლუსონის რეგიონის ეკონომიკური ცენტრია, რის გამოც დღის განმავლობაში პანგასინანიდან და მახლობელი პროვინციებიდან ბევრი ადამიანი ჩადის. დღის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად იმატებს და საცობებს წარმოქმნის, განსაკუთრებით საქმიან ნაწილში. ქალაქში არაერთი ბანკი, არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტები, სამთავრობო დეპარტამენტები და სააგენტოები მდებარეობს.

ისტორიულად დაგუპანი მარილის წარმოების ცენტრი იყო. XIX საუკუნის დასაწყისში მარილის წარმოებამ სათევზაო გუბურების შექმნას შეუწყო ხელი, სადაც ძირითადად Chanos chanos-ს აშენებდნენ, რასაც დღეს bangus-ს უწოდებენ. ქალაქის ეკონომიკაში აკვაკულტურა წამყვანი სფეროა.[9]

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფერნანდესის გამზირი

დაგუპანი სხვა ქალაქებთან სახმელეთო გზებითაა დაკავშირებული. ქალაქის მთავარი მაგისტრალები რომულიოს მაგისტრალი და პანგასინანი-ლა-უნიონის გზა (N55) და ურდანეტა-დაგუპანის გზაა (N56). შიდასაქალაქო და შიდაპროვინციული ავტობუსები მანილასა და დაგუპანს შორის სხვადახვა კომპანიის მეშვეობით ფუნქციონირებენ, როგორიცაა: „დაგუპანის ავტობუსების კომპანია“, „Victory Liner“, „ხუთი ვასრკვლავი“ და „Pangasinan Solid North“.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლონიური პერიოდიდან მოყოლებული დაგუპანი ილოკოსის რეგიონის (I რეგიონი) საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციას ასრულებდა. ქალაქში 14 კოლეჯი, 3 ტექნიკური სასწავლო ცენტრი, 19 საშუალო სკოლა, 53 დაწყებითი სკოლა, პანგასინანის უნივერსიტეტი, ლუსონის უნივერსიტეტი და ლიცეუმ-ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი მდებარეობს.

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Basa, Restituto (1972). Story of Dagupan. Manaois Press.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-27. ციტირების თარიღი: 2020-11-26.
  3. "Dagupan City: The Home of the World’s Longest Barbecue" დაარქივებული 2014-07-26 საიტზე Wayback Machine. . National Statistical Coordination Board Profile. Retrieved on 2012-05-30.
  4. Dagupan Metropolitan Area or Metro Dagupan (DMA) is a metropolitan area in north central Luzon http://wowdagupantoday.blogspot.com/2011/01/new-metropolis-rising-in-pangasinan.html
  5. Scott, William Henry. (1989)Filipinos in China in 1500. China Studies Program. De la Salle University. ციტირების თარიღი: 2015-07-24
  6. Reporter Predicted Japanese Attack - Pearl Harbor - Hector C. Bywater. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-08. ციტირების თარიღი: 2015-11-27.
  7. Republic Act No. 170 - An Act Creating the City of Dagupan. ციტირების თარიღი: 31 January 2016.
  8. 8.0 8.1 "Municipality/City: Dagupan City" დაარქივებული 2012-05-10 საიტზე Wayback Machine. . PSGC Interactive. Retrieved on 2012-05-29.
  9. Aquaculture in Dagupan City, Philippines. World Aquaculture 29(1):18-24 (March 1998). ციტირების თარიღი: 3 Jul 2018.