მალასიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მალასიკი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 15°55′00″ ჩ. გ. 120°25′00″ ა. გ. / 15.91667° ჩ. გ. 120.41667° ა. გ. / 15.91667; 120.41667
ფართობი 131.37 კმ²
მოსახლეობა 143 094 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 75
საფოსტო ინდექსი 2421
300
300

მალასიკი (ოფიციალურად მალასიკის მუნიციპალიტეტი; პანგ: Baley na Malasiqui; ტაგ: Bayan ng Malasiqui) ― პირველი კლასის მუნიციპალიტეტი პანგასინანის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 130 275 ადამიანს შეადგენს.

მალასიკი მეტწილად სასოფლო-სამეურნეო მუნიციპალიტეტია. ძირითადად მოჰყავთ ბრინჯი, სიმინდი და ტროპიკული ბოსტნეული. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ხარობს მანგო.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მალასიკის სახელწოდება წარმოდგება პანგასინანური სიტყვის ფუძიდან lasi, რაც ელვას ნიშნავს. პრეფიქსი ma მაღალს აღნიშნავს, ხოლო სუფიქსი qui ადგილზე მიანიშნებს. მალასიკი აღნიშნავს „ელვით სავსე ადგილს“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]