დასმარინიასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასმარინიასი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 14°20′00″ ჩ. გ. 120°56′00″ ა. გ. / 14.33333° ჩ. გ. 120.93333° ა. გ. / 14.33333; 120.93333
დაარსდა 1868
ფართობი 90.13 კმ²
მოსახლეობა 703 141 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 46
საფოსტო ინდექსი 4114, 4115 და 4126
300
300

დასმარინიასი (ოფიციალურად ქალაქი დასმარინიასი; ტაგ: Lungsod ng Dasmariñas) — პირველი კლასის ქალაქი კავიტეს პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 659 019 ადამიანს შეადგენს.[2]

ქალაქს მეტსახელად დასმას უწოდებენ. მისი ფართობი 90.1 კმ²-ია[3] და მანილიდან 30 კმ-ით (19 მილი) სამხრეთით მდებარეობს. ეროვნული დედაქალაქის რეგიონის uბრანული ექსპანსიის შედეგად ქალაქი სწრაფად ვითარდება, რაც ინდუსტრიული ცენტრების სიმრავლით, დიდი საგანმანათლებლო და სამედიცინო ინსტიტუტების რაოდენობის ზრდით გამოიხატება.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასმარინიასს სახელი ეწოდა ფილიპინების მე-7 გენერალ-გუბერნატორის (1590-1593) გომეს პერეს დასმარინიასის საპატივცემულოდ. მისი გარდაცვალების შემდეგ გენერალ-გუბერნატორი ლუის პერეს დასმარინიასი (153-1596) გახდა. პერეს დასმარინიასი ესპანეთიდან, გალისიის ქალაქ ვივეიროდან იყო.

დასმარინიასი ითარგმნება როგორც „ას მარინიასიდან“, რომელიც mariño-დან (გალისიურ ენაზე „სანაპიროს“ აღნიშნავს) და mar-დან („ზღვა“) წარმოდგება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნეში, ესპანური კოლონიური მმართველობის დროს დასმარინიასს ტამპუსს უწოდებდნენ, რაც „ტყის ბოლოს“ ნიშნავს. თავდაპირველად იგი იმუსის შემადგენლობაში შედიოდა.[4] 1864 წლის 9 აპრილს მანილის არქიეპისკოპოსის, კავიტეს პოლიტიკურ-სამხედრო გუბერნატორის, ავგუსტინელთა ორდენის მეთაურისა და იმუსის სამრევლოს მღვდლისგან შემდგარ საბჭოზე იმუსისგან დამოუკიდებელი ქალაქისა და სამრევლოს შექმნის საკითხი განიხილეს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პობლასიონი

დასმარინიასი 8 234 ჰექტარ მიწის ფარტობს მოიცავს. ის ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან 12 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს, ხოლო ქალაქ მანილის ცენტრიდან 27 კმ-ით სამხრეთით. ქალაქს ჩრდილოეთიდან იმუსი, ხოლო სამხრეთიდან სილანგის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება. აღმოსვლეთით სან-პედრო და ბინიანი მდებარეობს, ხოლო დასავლეთით — გენერალ-ტრიასი.[5]

დასმარინიასს სტრატეგიული მდებარეობა აქვს. იგი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის გარდამავალ ზონაშია მოქცეული. ქალაქი პობლაკიონისა და ბარანგაებისგან შედგება. პობლაკიონი, რომელიც ამჟამად ოთხ ზონად იყოფა ქალაქის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში მდებებარეობს. საბანგი, სალავანგი და სალიტრანი ჩრდილოეთით, ხოლო სამხრეთით სან-აგუსტინი, ლანგკაანი და სამპალოკი მდებარეობს. ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ბუროლი, პალიპარანი და ბაგონგ-ბაიანი მდებარეობს.

დასმარინიასი ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქალაქია. იგი სანაპირო ქალაქებიდა: როსარიოდან, კავიტედან, ბაკოორიდან და ნოველეტიდან არც თუ ისე შორ მანძილზე მდებარეობს - პობლაკიონიდან ამ ქალაქებამდე საშუალოდ მანძილი 30 კმ-ზე ნაკლებია. დასმარინიასი ტაგაიტაიდან 27 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

დღეისთვის დასმარინიასი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის ბირთვსა და ჩრდილოეთ შორის დამაკავშირებელი დერეფნის ფუნქციას ასრულებს.[5]

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის დიდი ნაწილი დაბლობზეა გაშენებული, მცირე ნაწილი კი ბორცვებითაა დაფარული. პობლაკიონი შედარებით მაღლია: ძღვის დონიდან 80 მეტრიდან 250 მეტრამდე. დასმარინიასი ტაიფუნების ჯაჭვს მიღმა მდებარეობს. ქალაქს რამდენიმე მდინარე სერავს, რომლებიც ბუნებრივი დრენაჟის სისტემას ქმნიან და შენაკადებთან ერთად მანილის ყურეში ჩაედინებიან. ქალაქში ხშირია წყალდიდობები.[5]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით დასმარინიასი ტროპიკული სავანის კლიმატი~ურ სარტყელში მდებარეობს. ქალაქში მშრალი და წვიმების სეზონი მკვეთრადაა გამოხატული. წვიმების სეზონი მაისიდან დეკემბრამდე გრძელდება, ხოლო მშრალი სეზონი — იანვრიდან აპრილამდე.

ქალაქის პანორამა დასმის ბორცვიდან
ქალაქის პანორამა დასმის ბორცვიდან

ადგილობრივი მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის მერიის მოედანი

დასმარინიასი თავდაპირველად მუნიციპალიტეტი შემდეგ კი შემადგენელი ქალაქი გახდა. 1866 წლის შემდეგ ქალაქის არმასრულებელი ხელისფულების მეთაური მერია. იგი სამი წლის ვადით აირჩევა დასმარინიასის მოსახლეობის მიერ და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნეს არჩეული. ქალაქის ამჟამინდელი მერი ჯენიფერ ბარსანგაა, რომელმაც მისი ქმარი, ამჟამად კონგრესის წევრი ელპიდიო ბარსაგა უმცროსი შეცვალა. მას ქალაქის მერის პოსტი 2007 წლიდან 2016 წლამდე ეკავა, ხოლო 2016-2019 წლებში ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში მეთხე რაიონის წარმომადგენელი იყო.

ვიცე ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს, დასმარინიასის საქალაქო საბჭოს (Sangguniang Panglungsod ng Dasmariñas) თავმჯდომარეობს და მერის დროებითი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებასაც ასრულებს. ვიცე-მერი სამი წლის ვადით აირჩევა და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნეს არჩეული. ამჟამინდელი ვიცე-მერი რექს მანგუბატია (2016 წლიდან).[6][7]

The Sangguniang Panglungsod ng Dasmariñas (დასმარინიასის საქალაქო საბჭო) 12 წევრისა და ორი ex-officio-სგან შედგება. ერთ-ერთი Liga ng mga Barangay ng Dasmariñas-ის (დასმარინიასის ბარანგაების ლიგა) პრეზიდენტია, ხოლო მეორე Sangguniang Kabataan -ის (ახალგაზრდული საბჭოს) ფედერაციის პრეზიდენტი. ქალქის საბჭოში 20 კომიტეტი ფუნქციონირებს, რომლებსაც საბჭოს წევრები თავმჯდომარეობენ. საქალაქო საბჭო სამი წლის ვადით აირჩევა მოსახლეობის მიერ და ზედიზედ სამჯერ შეიძლება იქნეს არჩეული.[8]

ბარანგაები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასმარინიასი პოლიტიკურად 75 ბარანგაიდ იყოფა, რომელთაც ბარანგაების კაპიტნები ხელმძღვანელობენ.[9][10][11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. ensus of Population (2015). "Region IV-A (Calabarzon)". Total Population by Province, City, Municipality and Barangay. PSA. Retrieved June 20, 2016.
  3. Province: Cavite". PSGC Interactive. Quezon City, Philippines: Philippine Statistics Authority. Retrieved November 12, 2016.
  4. DASMA ONLINE: The Spanish Colonization. geocities.ws.
  5. 5.0 5.1 5.2 Jumpstarting Electronic Governance in Local Government Units- Dasmariñas (Geography & Climate). Municipality of Dasmariñas. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 21, 2006. ციტირების თარიღი: ნოემბერი 28, 2020.
  6. „Dasmariñas City, Cavite“. GMA News.
  7. The Official Website of City Government Dasmariñas. dasmarinas.gov.ph. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 8, 2013. ციტირების თარიღი: ნოემბერი 28, 2020.
  8. The Official Website of City Government Dasmariñas. dasmarinas.gov.ph. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 9, 2013. ციტირების თარიღი: ნოემბერი 28, 2020.
  9. The Official Website of City Government Dasmariñas. dasmarinas.gov.ph. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 9, 2013. ციტირების თარიღი: ნოემბერი 28, 2020.
  10. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 3, 2013. ციტირების თარიღი: May 10, 2013
  11. Barangay Elected Officials of Cavite Province for the term of 2010–2013. zamboanga.com.