დაბრუნება (ფილმი)
| დაბრუნება | |
|---|---|
ორიგინალური აფიშა |
|
| რეჟისორი | პედრო ალმოდოვარი |
| პროდიუსერი | ესტერ გარსია,(პროდიუსერი) ავგუსტინ ალმოდოვარი (აღმასრულებელი) |
| სცენარისტი | პედრო ალმოდოვარი |
| როლებში | პენელოპე კრუზი კარმენ მაურა ლოლა დუენიასი ბლანკა პორტილო იოანა კობო ჩუს ლამპრეავე |
| კომპოზიტორი | ალბერტო იგლესიასი |
| დისტრიბუტორი | Sony Pictures Classics |
| ხანგრძლივობა | 121 წუთი |
| ქვეყანა | ესპანეთი |
| ენა | ესპანური |
| ბიუჯეტი | €9,400,000 |
| შემოსავალი | $84,021,052 |
დაბრუნება (ესპან.: Volver) არის პედრო ალმოდოვარის მიერ 2006 წელს გადაღებული ფილმი.
დაბრუნება იყო ნომინირებული ოქროს პალმის რტოზე, კანის კინოფესტივალის 2006 წლის დაჯილდოებაზე. ფილმმა მოიგო ორი ჯილდო :საუკეთესო მსახიობი (ქალი) (მოიცავდა ექვს ძირითად მსახიობ ქალს) და საუკეთესო სცენარი. ფილმის პრემიერა მოეწყო 2006 წლის 10 მარტს, ესპანეთის ქალაქ პუერტოლანოში, სადაც მიმდინარეობდა მისი გადაღება. პენელოპე კრუზი ნომინირებული იყო ოსკარზე 2007 წელს, რითაც იგი გახდა მეორე ესპანელი მსახიობი ქალი, რომელიც ნომინირებული იქნა ოსკარზე.
ფილმის შინაარსი დაფუძნებული არის ალმოდოვარის უწინდელ ფილმზე-ჩემი საიდუმლოს ყვავილი, სადაც ფილმის მთავრ გმირს აქვს ამგვარი შინაარსის რომანი, რომლესაც არ დაუბეჭდავენ, სამაგიეროდ მოიპარავენ და გამოიყენებენ ახალი ფილმის სცენარისთვის.
რეჟისორის სიტყვებით, ეს არის ისტორია, რომელშიც მთავარი მოქმედი პირები არიან "ბებია, დედა, ქალიშვილი, მოჩვენებები და ტანგო".
სექციების სია |
შინაარსი [რედაქტირება]
რაიმუნდა და სოლედადი (შემოკლებით სოლი), არიან დები რომლებიც ლა-მანჩას ერთ-ერთ სოფელში გაიზარდნენ, ახლა კი მადრიდში ცხოვრობენ. მათი მშობლები ხანძრის დროს დაიღუპნენ რამდენიმე წლით ადრე. მოვლენები, რომლებიც განვითარდა ღამე, ხანძრის დროს, მჟღავნდება ფილმის მსვლელობისას და ისინი არის ფილმის სიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი.
სოლე ჩადის სოფელში დეიდამისის, პაულას დაკრძალვაზე. პაულას მეზობელი აგუსტინა შეშინებული უყვება სოლეს, რომ მან დაინახა დეიდა პაულა როგორ ესაუბრებოდა სოლეს დედის,ირენეს, აჩრდილს. სოფლიდან დაბრუნებულ სოლეს თავისი მანქანის საბარგულიდან ხმა შემოესმება და აღმოჩნდება რომ ეს დედამისია, რომელიც სოფლიდან გამოჰყოლია.
შეშინებული სოლე დასთანხმდება დედამისს დარჩენილიყო მასთან, გარკვეული დროის მანძილზე. თავად სოლეს თმის სალონი აქვს თავის სახლში. ირენე კი ეხმარება მას სხვადასხვა საქმის კეთებაში, როგორც რუსი ეროვნების ქალი. სოლე ცდილობს დაადგინოს თუ რატომ დაბრუნდა დედამისის აჩრდილი დედამიწაზე, იქნებ რაიმე დაგრჩა გასაკეთებელი?-ეკითხება დედამისს. ირენეს სურს გაიგოს თუ რატომ სძულს რაიმუნდას დედამისი.
ამ დროს რაიმუნდა და თავისი შვილი ცდილობენ სხვა სახის პრობლემა გადაჭრან. საქმე ისაა, რომ პაოლას მამობილი პაკო შეეცდება მის გაუპატიურებას. საკუთარ საქციელს ამართლებს იმით, რომ იგი პაულას ბიოლოგიური მამა არ იყო. შეშინებული პაულა თავის დაცვისას ხანჯლის ჩარტყმით მოკლავს პაკოს. რაიმუნდა კი ქმრის გვამს მეზობლად უფუნქციოდ დარჩენილი რესტორნის საყინულეში დამალავს. თავად რესტორნის პატრონი ქალაქგარეთაა წასული და რესტორნის გასაღებს რაიმუნდას ჩააბარებს, თუ გამოჩნდებოდნენ პოტენციური კლიენტები რაიმუნდას დიასახლისის მოვალეობა უნდა შეეთავსებინა.
რაიმუნდა გაუმჟღავნებს პაულას რომ პაკო მართლაც არ იყო მისი ნამდვილი მამა და შეპირდება, რომ ოდესმე აუცილებლად მოუყვება მთელს ისტორიას.
აგუსტინას კი კიბოს დიაგნოზს დაუსვამენ. იგი მადრიდში ჩადის სამკურნალოდ. საავადმყოფოში მწოლარე აგუსტინას მოინახულებს რაიმუნდა. აგუსტინა მას ეკითხება თუ ნახა მან ირენეს აჩრდილი და სურს გაიგოს მისგან დედამისის ამბავი, რომელიც რამდენიმე წლის წინ უკვალოდ გაუჩინარდა.
რაიმუნდა დაიქირავებს საბარგო მანქანას და თავისი ქმრის ნარჩენებს წაიღებს მდინარე ხუკარის ნაპირას დაფლავს. სოლეს მიბარებული პაულა კი ბებიამისს ხვდება.
მეორე საღამოს აგუსტინა მიდის რაიმუნდასთან, რათა კვლავ სთხოვოს მას შეეკითხოს დედამისს აგუსტინას დედის ადგილსამყოფელი. აგუსტინამ მიაგნო ორ საიდუმლოს: აგუსტინას დედას და რაიმუნდას მამას ერთმანეთი უყვარდათ და მისი დედა გაქრა იმ საღამოს როცა რაიმუნდას მშობლები დაიღუპნენ.
საბოლოოდ სოლე გაუმჟღავნებს რაიმუნდას, რომ მან ნახა დედამისის აჩრდილი და იგი მეორე ოთახში ზის და ტელევიზორს უყურებს პაულასთან ერთად. სოლე თავის შეშინებულ, გაბრაზებულ და შეცბუნებულ დას არწმუნებს შეხვდეს დედას. რაიმუნდა ეკითხება დედამისს, ცოცხალიათუ აჩრდილი არის? ირენე აღიარებს, რომ იგი არ დაღუპულა ხანძრის დროს. ყველაფერს ფარდა ეხდება მაშინ როცა ირკვევა, რომ დედა-შვილს შორის გაუცხოების მიზეზი გახდა ის, რომ რაიმუნდას მამა ძალას ხმარობდა მასზე, რაც დაბოლოვდა პაულას დაბადებით. ამგვარად, პაულა რაიმუნდას შვილიცაა და დაც. რაიმუნდა კი გაბოროტდა, დედამისი რომ ვერ ავდებოდა ვერაფერს. ადრე თუ გვიან, ირენე იმასაც მიხვდა რომ თავისი ქმარი აგუსტინას დედასთან ღალატობდა და ამ ყველაფრის გამო ხანძარი მოაწყო, რათა ქმარი მოეკლა. ხოლო აგუსტინას დედის ფერფლი ირენეს ფერფლი ეგონათ და მიიჩნიეს რომ ირენე დაღუპულიყო ხანძრის დროს. შეშინებული ირენე დის სახლში დაიმალა და მას ეხმარებოდა საოჯახო საქმეებითვის თავის გართმევაში. ირენეს ხელს აძლევდა ის გარემოებაც, რომ იმ საზოგადოების წევრები ცრურწმენების გავლენის ქვეშ იყვნენ და არ გაუჭირდათ დაჯერება იმისა, რომ ირენე საიქიოდან დაბრუნდა.
ფილმი ბოლოვდება იმით, რომ ოჯახი კვლავ გაერთიანდება დეიდა პაულას სახლში. ირენე ეჩვენება აგუსტინას, რომელსაც სჯერა, რომ ირენეს აჩრდილს ხედავს. ირენე გადაწყვეტს დაავადებულ აგუსტინას მოუაროს.
ალმოდოვარი ამბობს ამ ისტორიაზე: "ის არის სწორედ სიკვდილზე... და უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ სიკვდილი. სცენარი მოგვითხრობს მდიდარ კულტურაზე, რომელიც სიკვდილით არის გარშემორტყმული ლა-მანჩას მხარეში, სადაც მე გავიზარდე. ეს ისტორია არის ცხოვრების გზის (არა ტრაგიკული) შესახებ, რომელზეც სხვადასხვა თაობის ქალი პერსონაჟები ეთვისებიან ამ კულტურას".
დასი [რედაქტირება]
| მსახიობი | როლი |
|---|---|
| პენელოპე კრუზი | რაიმუნდა |
| კარმენ მაურა | ირენე |
| ლოლა დუენიასი | სოლედადი(სოლე) |
| ბლანკა პორტილო | აგუსტინა |
| იოანა კობო | პაულა |
| ჩუს ლამპრეავე | ტია პაულა |
კრიტიკა [რედაქტირება]
ფილმის გამოსვლას ესპანური კრიტიკა აღტაცებით შეხვდა. ესპანურმა კინოს ყველაზე წარმატებულმა ჟურნალმა ფოტოგრამას, ხუთვარსკვლავიანი შეფასება მისცა. ხოლო, კანის კინოფესტივალზე გამოჩენამ ოვაციები გამოიწვია. კანი კინოფესტივალის ჯილდოებისა, ფილმს ერგო 2006 წელს ოქროს გლობუსი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის-პენელოპე კრუზს. ასევე წარდგენილი იყო ოსკარზე, ბაფტაზე და კინომსახიობთა გილდიის ჯილდოზე ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალი.
|
||||||||||||||
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]