პენელოპე კრუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პენელოპე კრუსი
Penélope Cruz
Penélope Cruz.jpg
დაბ. სახელი პენელოპე კრუს სანჩესი
დაბ. ადგილი მადრიდი, ესპანეთი
დაბ. თარიღი 28 აპრილი, 1974 (1974-04-28) (40 წლის)
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ხავიერ ბარდემი (2010-)
პარტნიორ(ებ)ი ტომ კრუზი (2001-2004)
ოსკარი
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
2008 — ვიკი კრისტინა ბარსელონა
BAFTA
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში
2008 — ვიკი კრისტინა ბარსელონა

პენელოპე კრუს სანჩესი (ესპ. Penélope Cruz Sánchez; დ. 28 აპრილი, 1974, მადრიდი) — ესპანელი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

პენელოპეს მამა ავტოფარეხის მფლობელი იყო, დედა კი - ქალების სტილისტი. 5 წლის ასაკიდან 9 წლის მანძილზე პენელოპე ცეკვას ეუფლება ეროვნულ კონსერვატორიაში. ამ ხნის განმავლობაში იგი გამოდიოდა ესპანეთისა და ნიუ-იორკის სცენებზე. შემდეგ იგი მანეკენის კარიერას იწყებს და ჟურნალების გარეკანზე ჩნდება. იღებენ კლიპებშიც. 14 წლის პენელოპეს მიჰყავს საბავშვო სატელევიზიო გადაცემა La Quinta Marcha.

პენელოპე კრუსის სამსახიობო კარიერა იწყება სერიალიდან Seria Rosa. ამას მოჰყვება რაფაელ ალკაზას Laberinto Griego. მის პირველ წარმატებად კი ითვლება ბიგას ლუნას Jamón, jamón (1992).

პენელოპე კრუსის საერთაშორისო კარიერა უკავშირდება პედრო ალმოდოვარის ფილმს „ყველაფერი დედაჩემის შესახებ“. ამის შემდეგ მსახიობს იწვევენ ინგლისელი, ამერიკელი და ნორვეგიელი რეჟისორები. 2001 წელს იგი ტომ კრუზთან ერთად თამაშობს ფილმში „ვანილის ცა“. მათ შორის რომანი დაიწყება, რომელიც გაგრძელდება 2004 წლამდე. 2006 წლის კანის კინოფესტივალზე პენელოპე კრუზმა მიიღო პრიზი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პედრო ალმოდოვარის ფილმში „დაბრუნება“.

ფილმოგრაფია[რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1998 ბორცვებისა და ხეობების ქვეყანა The Hi-Lo Country ჯოზეფა
1999 ყველაფერი დედაჩემის შესახებ Todo sobre mi madre როსა
2001 ვანილის ცა Vanilla Sky სოფია სერანო
2003 ფანფან ტიტა Fanfan la Tulipe ადელინა ლა ფრანჩიზი
2006 დაბრუნება Volver რაიმუნდა
2007 მანოლეტე Manolete ანტონინა სინო
2008 ვიკი კრისტინა ბარსელონა Vicky Cristina Barcelona მარია ელენა
2009 შეწყვეტილი ამბორი Los abrazos rotos ლენა
2009 ცხრა Nine კარლა ალბანესე
2012 სიყვარულით რომში To Rome with Love ანა
2012 ორჯერ დაბადებული Venuto al mondo ჯემა
2013 მრჩეველი The Counselor ლორა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]