შეწყვეტილი ამბორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შეწყვეტილი ამბორი
რეჟისორი პედრო ალმოდოვარი
პროდიუსერი პედრო ალმოდოვარი, ავგუსტინ ალმოდოვარი
სცენარისტი პედრო ალმოდოვარი
როლებში პენელოპე კრუზი
ბლანკა პორტილო
ლუის ომარი
ანჯელა მოლინა
ლოლა დუენიასი
როსი დე პალმა
კომპოზიტორი ალბერტო იგლესიასი
დისტრიბუტორი Sony Pictures Classics აშშ-ის დროშა
pate გაერთიანებული სამეფოს დროშა
საერთაშორისო
United International Pictures
Universal Pictures
ქვეყანა ესპანეთი
ენა ესპანური

შეწყვეტილი ამბორი2009 წელს გადაღებული ესპანელი რეჟისორის პედრო ალმოდოვარის ფილმი. ფილმ-ნუარის სტილში გადაღებული სურათი არის გზაჯვარედინი სახიფათო სიყვარულისა. ფილმს მუსიკალურად აფორმებენ მუსიკოსები: ქათ პოუერი, ცე ვიტამინ, უფი.

ფილმი აჩვენეს კანის 2009 წლის კინოფესტივალზე და ნომინირებული იყო ოქროს პალმის რტოზე.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ჰარი კაინე არის უსინათლო მწერალი, რომელსაც მთელი სიცოცხლე გატარებული აქვს თავის ასისტენტ ჯუდითსა და თავის ახალგაზრდა შვილ დიეგოსთან. ნელ-ნელა აწმყოში განვითარებული მოვლენები ფილმის გმირებს აბრუნებს წარსულში. ჰარი გებულობს, რომ დაიღუპა მილიონერი ერნესტო მარტელი. გამოჩნდება ახალგაზრდა რეჟისორი რეი X, რომელიც თავს ასაღებს მარტელის შვილად-ერნესრო მარტელ უმცროსად. საავდმყოფოში მოხვედრილ დიეგოზე ზრუნავს ჰარი, რომელიც გამოიყვანს საავდმყოფოდან და თავად უვლის. ამგვარად, მთავარი ისტორიის გახსენება იწყება მაშინ, როცა ჰარი იწყებს თხრობას ბედისწერის ტრაგიკულ ისტორიაზე, ეჭვიანობაზე, ძალაუფლების წყურვილზე, ორგულობასა და დანაშაულზე.

მაშინ (წარსულში), ჰარის არ აქვს ფსევდონიმი და ცხოვრობს თავისი ნამდვილი სახელით მატეო ბლანკო. ვხვდებით ლენას-მშვენიერ ახალგაზრდა ქალს. იგი საქმეს იჭერს მილიონერ ერნესტო მარტელთან, რათა თავისი ავადმყოფი მამის სარჩენი ფული იშოვოს. ცოტა ხანში კი ლენა ერნესტოს საყვარელი ხდება. ერნესტო ეჭვით ეპყრობა ლენას, რომელსაც სურს მიიღოს მთავარი გმირის როლი ბლანკოს ფილმში Chicas y maletas. მილიონერი უთვალთვალებს ლენასა და მეტეოს თავისი გულჩათხრობილი და მოუსვენარი შვილის ერნესტო უმცროსის საშუალებით.მიუხედავად ყველაფრისა, მატეო და ლენა ვნებიან სიყვარულს გააჩაღებენ.

გაღიზიანებული მარტელი ლენას გადმოაგდებს კიბიდან, თუმცა ლენა გადარჩება. ამასობაში, მარტელს წყენა გადაუვლის და უვლის დაშავებულ ლენას. გამოჯანმრთელების შემდეგ, ლენა და ბლანკო გაექცევიან მაარტელის გავლენას ლანსაროტეში. იქ ლენა მოძებნის სასტუმროში სამუშაოს, ბლანკო კი ფსევდონიმად აიღებს ჰარი კაინეს. ბედნიერება მათ არ დასცალდებათ, რადგან ორივე საშინლად დაშავდება ავტოავარიაში, რომელიც ერნესრო მარტელ უმცროისს მოწყობილი იყო. მატოე ავტოავარიის შედეგად კარგავს მხედველობას, ლენა კი-სიცოცხლეს. ჯუდითი და რვა წლის დიეგო ჩამოდიან, რათა დაემარონ ბლანკოს მადრიდში დაბრუნებაში. თუმცა ბლანკოს სურს ყველა ჰარი კაინედ იცნობდეს.

აწმყოში კი მოვლენები ასე ვითარდება. ჯუდითი გამოუტყდება ჰარის, რომ იგიც არის დაკავშირებული ლანსაროტეში მომხდარ ამბებთან, დიეგოსთან კი აღიარებს, რომ ჰარი მამამისია. ჰარი გადაწყვეტს, დაიბრუნოს თავისი ნამდვილი სახელი მეტეო ბლანკო, ერთხელ და სამუდამოდ და დაუბრუნდეს ნამდვილ ცხოვრებას. იგი დიეგოსთან ერთად იწყებს თავის ფილმზე მუშაობას, რომელიც წარსულში ერნესტო უმცროსმა გაუფუჭა.

როლებში[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]