ავგუსტინ ალმოდოვარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ავგუსტინ ალმოდოვარ კაბალიერო (ესპ. Agustín Almodóvar; დ. 1955) — ესპანელი კინოპროდიუსერი. დაიბადა კალსადა დე კალატრავაში, ესპანეთში. მიღებული აქვს ხარისხი ქიმიაში მადრიდის უნივერსიტეტში. პროდიუსერის კარიერა დაიწყო შიკრიკობით ფერნანდო ტრუებას ფილმში Sé infiel y no mires con quién.

1986 წელს მან და მისმა უფროსმა ძმამ პედრო ალმოდოვარმა დააარსეს საკუთარი კინოკომპანია ელ დესეო. იმავე წლიდან მოყოლებული ეს კინოკომპანია პედროს ფილმების უმრავლესობას იღებს. ასევე გადაღებული აქვს რამდენიმე ფრანგულენოვანი ნამუშევარი. ავგუსტინ ალმოდოვარი არის ესპანეთის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]