გრივნა
| უკრაინული გრივნა უკრ. українська гривня |
|||||
|---|---|---|---|---|---|
|
|||||
| კოდი ISO 4217 | UAH | ||||
| ოფიციალური მომხმარებლები |
|||||
| შედგება | 100 კაპიკისაგან | ||||
| სიმბოლო | ₴ | ||||
| მონეტები | 1, 2, 5, 10, 25, 50 კაპიკი, 1 გრივნა | ||||
| ბანკნოტები | 1, 2, 5, 10, 20, 50, 100, 200, 500 გრივნა | ||||
| ცენტრალური ბანკი | უკრაინის ეროვნული ბანკი | ||||
| ვებ-გვერდი | www.bank.gov.ua | ||||
| გაცვლითი კურსი ( 11 ნოემბერი 2009 თვის) |
|||||
| 1 USD | = 7.9899 UAH | ||||
| 1 EUR | = 12.012 UAH | ||||
| 1 GEL | = 4.7463 UAH | ||||
| 1 GBP | = 13.3143 UAH | ||||
გრივნა, ასევე ჰრივნა (უკრ. гривня) უკრაინის ეროვნული ფულის ერთეულია 1996 წლიდან. მან შეცვალა კარბოვანეცი, დროებითი ფულის ერთეული, რომელიც შემოღებულ იქნა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (კარბოვანეცი რუბლის ექვივალენტია უკრაინულ ენაზე). ერთი გრივნა 100.000 კარბოვანცს უდრიდა. გრივნა იყოფა 100 კოპიიკად.
გრივნას სიმბოლოა უკრაინული ასო ჰე-ს კურსივი, ორმაგი ჰორიზონტალური ხაზით, რაც სტაბილურობის ნიშნავს. გრივნას აბრევიატურაა "გრნ" (грн., hrn). ISO 4217-ის მიხედვით გრივნას სავალუტო კოდია UAH, ან 980. გრივნას სიმბოლოს სპეციფიური დიზაინი 2003 წელს უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა.
2006 წლის 21 თებერვალს გრივნას კურსი იყო 5.05 გრივნა 1 დოლართან, ან 6.01253 გრივნა 1 ევროსთან უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით.
სტატიის