ბანკნოტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სხვადასხვა ბანკნოტები

ბანკნოტი, იგივე ბანკის ბილეთი, ფულის საკრედიტო ნიშანი, რომელსაც უშვებს საემისიო ბანკი და რომელიც ცვლის ლითონის ფულს მიმოქცევაში. ბანკის ბილეთი წარმოიშვა ფულის, როგორც გადახდის საშუალების, განვითარებასთან ერთად; წარმოებისა და საქონელბრუნვის ზრდასთან ერთად ლითონის ფულის ნაცვლად ნაწილობრივ იყენებდნენ კომერციულ თამასუქს, რომელიც თანდათან შეცვალა ბანკის ბილეთმა. ბანკის ბილეთს უშვებდა თითქმის ყველა ბანკი; ბანკის ბილეთის რეგულირებული ემისია სახელმწიფოს მიერ ინგლისის ბანკის დაარსებით 1694 წელს დაიწყო. 1833 წელს ბანკის ბილეთი ინგლისის ეროვნულ ფულად გადაიქცა და გადახდის საშუალების კანონიერი უფლება მოიპოვა. საფრანგეთში ბანკის ბილეთი ეროვნული ფულის ნიშნად გადაიქცა 1800-1803 წლებში; გერმანიაში (პრუსიაში) – 1846 წელს და ჰოლანდიაში – 1814-1830 წლებში. ბანკის ბილეთი ოქროზე გადასახურდავებელი ვალდებულებაა. ბანკის ბილეთის ოქროზე გადახურდავება კერძო პირს არ შეუძლია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 193-194, თბ., 1977