ტარას შევჩენკო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავტოპორტრეტი

ტარას შევჩენკო (უკრ.: Тарáс Григóрович Шевчéнко; დ. 9 მარტი [25 თებერვალი], 1814 – გ. 10 მარტი [26 თებერვალი], 1861) — უკრაინელი პოეტი, მსახიობი, ჰუმანისტი. მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა თანამედროვე უკრაინული ლიტერატურისა და, უმეტესწილად, თანამედროვე უკრაინული ენის საფუძველს წარმოადგენს. შევჩენკო ასევე რუსულად წერდა და დატოვებული აქვს მრავალი ხელოვნების ნიმუში როგორც მხატვარსა და ილუსტრატორს.

1840 წელს შევჩენკომ უკრაინულ ენაზე გამოაქვეყნა პოემა „კობზარი“, რომელიც გახდა ახალი ხანის დასაწყისი უკრაინულ ლიტერატურაში. მომდევნო წელს გამოაქვეყნა მეორე პოემა „ჰაიდამაკები“. თავის შემოქმედებაში შევჩენკო უკრაინის გმირულ წარსულს უპირისპირებს უღიმღამო აწმყოს და ცდილობს თანამედროვეებში გააღვიძოს სამშობლოს სიყვარული. ეროვნულ–განმათავისუფლებელი იდეებით არის გამსჭვალული შევჩენკოს პოემები „კავკასია“, „დიდი აკლდამა“ და მრავალრიცხოვანი ლექსები.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Magazine "Odessa Herald", 1892.
  • Central State Historic Archives of the Ukrainian SSR. Kiev
  • Cherkasy Regional Archives.
  • Shevchenko, T. Documents and materials. Kiev: Derzhpolitvydav URSR, 1963.
  • Shevchenko, T. Complete collection of works in ten volumes. Kiev: Academy of Sciences of the Ukrainian SSR, 1951-1964.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: