გრიგოლ ბაკურიანის ძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „გრიგოლ“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გრიგოლ.

გრიგოლ ბაკურიანის ძე (გ. 1086) – XI საუკუნის ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ბიზანტიის იმპერიის ჯერ აღმოსავლეთის, მერე დასავლეთის დომესტიკოსი, სევასტოსი. ძე ერისთავთერისთავ ბაკურიანისა.

მისი სამშობლო - იმიერ ტაო, დავით III დიდი კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ ბიზანტიის პოლიტიკურ საზღვრებში მოექცა. სხვადასხვა დროს მსახურობდა სომხეთში, იბერიასა (ტაოში) და სირიაში. იყო კარისა (ყარსის) და თეოდოსიოპოლის (კარნუქალაქის) განმგებელი. ალფ-არსლანის შემოსევების დროს (1064) ანისის დაცვის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. 1072-1073 საქართველოს მეფე გიორგი II-ს გადასცა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქვეყანა. 1081 მისი ხელშეწყობით ბიზანტიის საიმპერატორო კარზე მოხდა გადატრიალება, რის შედეგადაც ნიკიფორე III ბოტანიატე დაემხო და ტახტი ალექსი I-მა კომნენოსმა დაიჭირა. გრიგოლის მამულები, რომლებსაც სრული საგადასახადო იმუნიტეტი ჰქონდა მინიჭებული, გაბნეული იყო იმპერიის სხვადასხვა მხარეში. 1083 გრიგოლ ბაკურიანის ძემ პეტრიწონში (ბაჩკოვო, ბულგარეთი) დააარსა ქართველთა მონასტერი (პეტრიწონის მონასტერი), რომელსაც დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება დაუმკვიდრა, მონასტერს შეუდგინა "ტიპიკონი" ანუ წესდება, რომელიც XI საუკუნის II ნახევრის საქართველოს, ბულგარეთისა და საბერძნეთის ისტორიის საყურადღებო წყაროა. „ტიპიკონის“ XIII საუკუნეში გადაწერილმა ბერძნულმა და ქართულმა ნუსხებმა ჩვენამდე მოაღწიეს. გრიგოლ ბაკურიანის ძე დაიღუპა პაჭანიკებთან ბრძოლაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 3, გვ. 267, თბ., 1978

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]