გრეისი აბრამსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრეისი აბრამსი
ინგლ. Gracie Madigan Abrams

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი გრეისი მედიგან აბრამსი
დაბ. თარიღი 7 სექტემბერი, 1999 (1999-09-07) (24 წლის)
დაბ. ადგილი ლოს-ანჯელესი
წარმოშობა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპი
საქმიანობა მომღერალი და სიმღერების ავტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი
აქტიური 2019 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი Interscope
საიტი gracieabrams.com
გრეისი აბრამსი ვიკისაწყობში

გრეისი მედიგან აბრამსი (ინგლ. Gracie Madigan Abrams; დ. 7 სექტემბერი, 1999, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი. მისი სადებიუტო EP, „Minor“, გამოვიდა 2020 წლის ივლისში.[1] მუსიკოსის მეორე EP, „This Is What It Feels Like“, გამოვიდა 2021 წლის ნოემბერში. მას წინ უძღოდა სინგლები „Feels Like" და „Rockland".[2]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრეისი აბრამსი დაიბადა და გაიზარდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნია. არის კინორეჟისორის ჯეი ჯეი აბრამსისა და კინოსა და ტელევიზიის პროდიუსერის ქეითი მაკგრატის ქალიშვილი.[3][4] ჰყავს ორი ძმა, უფროსი ჰენრი და უმცროსი ავგუსტი.[5][6]

აბრამსი მუსიკით პატარაობაში დაინტერესდა. მუსიკოსი სწავლობდა The Archer School for Girls-ში.[7]

2018 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, აბრამსმა დაიწყო საერთაშორისო ურთიერთობების სწავლა ბარნარდის კოლეჯში, მაგრამ პირველი კურსის შემდეგ მიატოვა კოლეჯი.[7]

მუსიკოსის მამა ებრაელია, ხოლო დედა ირლანდიელი კათოლიკე.[8]

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2019 წლის ოქტომბერში აბრამსმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი, „Mean It", ლეიბლ Interscope Records-ის ლიცენზიის ქვეშ.[9]

2020 წლის 14 ივლისს გამოუშვა თავისი სადებიუტო EP, „Minor“.[10] ალბომს წინ უძღოდა ორი სინგლი „I miss you, I'm sorry" და „21".[11] ალბომზე მუშაობის დროს მან ითანამშრომლა პროდიუსერებთან ჯოელ ლიტლთან და ბლეიკ სლატკინთან.[12]

2021 წლის 24 მარტს გამოუშვა ახალი სინგლი ბენი ბლანკოსთან ერთად, სახელწოდებით „Unlearn". 2021 წლის 7 მაისს კი სინგლი „Mess It Up" მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად.[13]

2021 წლის ოქტომბერში გამოუშვა სინგლი „Feels Like" მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად.[14] აბრამსმა მალევე გამოუშვა ახალი კომპოზიცია „Rockland", რომელიც შეიქმნა აარონ დესნერთან ერთად.[15][16] მომდევნო თვეში აბრამსმა განაცხადა მეორე EP-ის, „This Is What It Feels Like“, გამოშვების შესახებ. ის გამოვიდა 2021 წლის 12 ნოემბერს.[17] ალბომს წინ უძღოდა სიგნლები „Feels Like" და „Rockland".[18]

ალბომის გამოშვებიდან მალევე დაიწყო ტურნე „This Is What It Feels Like“. ტურნე დაიწყო 2022 წლის 2 თებერვალს, სოლტ-ლეიკ-სიტი და დასრულდა 2022 წლის 31 მაისს, სტოკჰოლმში.[19] გარდა ამ ტურნისა, აბრამსმა იმღერა ოლივია როდრიგოს ტურზე Sour Tour.[20]

ორი ახალი სინგლი „Block Me Out" და „Difficult" გამოუშვა იმავე წლის აპრილში და ოქტომბერში, შესაბამისად, ეს უკანასკნელი იყო მისი სადებიუტო ალბომის წამყვანი სინგლი.[21][22]

2023 წლის 9 იანვარს აბრამსმა გამოაცხადა თავისი სადებიუტო ალბომის, „Good Riddance“, გამოსვლის შესახებ. ის გამოვა 2023 წლის 24 თებერვალს.[23] მეორე სინგლი სახელწოდებით „Where we go now?" გამოვიდა 13 იანვარს, ხოლო მესამე სინგლი სახელწოდებით „Amelie" 10 თებერვალს.

აბრამსი იმღერებს ტეილორ სვიფტის მომავალ ტურნეზე.[24]

გავლენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბრამსის თქმით მის მუსიკალურ კარიერასა და სტილზე დიდი გავლენა იქონიეს მუსიკოსებმა: ჯონი მიჩელი, Simon & Garfunkel, ელვის კოსტელო, ბონ ივერი, ელიოტ სმიტი, კეიტ ბუში, The 1975, ჯეიმზ ბლეიკი, ტეილორ სვიფტი, ლორდი, Metric, The Killers და ფიბი ბრიჯერსი.[25][26][27]

სვიფტმა, ბრიჯერსმა, ლორდმა, პოსტ მალოუნმა, ბილი აილიშმა და ოლივია როდრიგომ გამოხატეს თავიანთი აღტაცება აბრამსის მუსიკალური სტილის მიმართ.[28][29][30][31]

აქტივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის მაისში გამოქვეყნდა დასკვნის პროექტი, სადაც ნათქვამი იყო, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო გეგმავდა აბორტის უფლებების გაუქმებას, რომელიც დადგენილი იყო საქმეში Roe v. Wade. აბრამსი იყო იმ 160 მუსიკოსთა შორის, მათ შორის Clairo, ლორდი, ოლივია როდრიგო და ფიბი ბრიჯერსი, რომლებმაც ხელი მოაწერეს სრულ გვერდიან განცხადებას The New York Times-ში, რომელიც გმობდა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.[32][33]

2022 წლის ივლისში აბრამსმა გამოუშვა მაისურები, რომლის გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხა აბორტის ფონდების ეროვნულ ქსელში.

2020 წელს მიცემულ ინტერვიუში აბრამსმა მხარი დაუჭირა პირადი შეხედულებების გამოხატვას მუსიკის საშუალებით და თქვა:

ვიკიციტატა
„მე არ შემიძლია განვაცალკევო ჩემი მუსიკა ჩემი მოსაზრებებისგან... ეს არის მთლიანობა, რომელიც ასახავს ჩემს აზროვნებას. არ უნდა გეშინოდეს იმაზე ლაპარაკის, რასაც აკეთებ და რისიც გჯერა.[34]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი დეტალები
Good Riddance

EP[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი დეტალები
Minor
  • გამოვიდა: 2020 წლის 14 ივლისი
  • ლეიბლი: Interscope
  • ფორმატი: CD, vinyl, digital download, streaming
This Is What It Feels Like
  • გამოვიდა: 2021 წლის 12 ნოემბერი
  • ლეიბლი: Interscope
  • ფორმატი: vinyl, digital download, streaming

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. minor. ციტირების თარიღი: August 16, 2022
  2. This Is What It Feels Like. ციტირების თარიღი: August 16, 2022
  3. Sundberg, Emily. (April 6, 2018) Lorde-Approved Gracie Abrams Is Instagram's Favorite Songwriter. ციტირების თარიღი: March 31, 2021
  4. Ogunnaike, Nikki. Gracie Abrams on Her Laid-Back Personal Style (July 27, 2022). ციტირების თარიღი: August 16, 2022
  5. Katie McGrath. ციტირების თარიღი: 2022-11-15
  6. J.J. Abrams. ციტირების თარიღი: August 16, 2022
  7. 7.0 7.1 Wood, Mikael. (July 29, 2020) Her famous dad's a fan. So is Phoebe Bridgers. But Gracie Abrams has a voice all her own. ციტირების თარიღი: March 31, 2021
  8. Greenberg, Brad. (May 7, 2009) J.J. Abrams talks about 'Star Trek,' being Jewish and interfaith marriage. ციტირების თარიღი: June 11, 2021
  9. Kato, Precious. (October 24, 2019) Gracie Abrams' "Mean It" Is a Heartbreaking Debut. ციტირების თარიღი: March 31, 2021
  10. Graves, Shahlin. (July 1, 2020) Gracie Abrams to release 'Minor' on July 14. ციტირების თარიღი: March 31, 2021
  11. Krol, Charlotte. (July 15, 2020) Gracie Abrams – 'Minor' EP review: virtual confessions connect LA bedroom star to the world. ციტირების თარიღი: January 22, 2022
  12. Cantor, Brian. (2020-02-20) Gracie Abrams Releases Utterly Engaging, Undeniably Excellent New Song "21" en-US. ციტირების თარიღი: 2022-11-12
  13. Peters, Jo. (May 12, 2021) Songwriter Gracie Abrams has shared her poignant new single 'Mess It Up'. ციტირების თარიღი: November 13, 2021
  14. Graves, Shahlin. (October 8, 2021) Gracie Abrams – 'Feels Like' music video. ციტირების თარიღი: January 6, 2022
  15. Ackroyd, Stephen. (October 22, 2021) Gracie Abrams has dropped a Really Very Good new single, 'Rockland'. ციტირების თარიღი: January 6, 2022
  16. Daly, Rhian. (2021-11-15) Five things we learned from our In Conversation video chat with Gracie Abrams en-GB. ციტირების თარიღი: 2022-11-12
  17. Graves, Shahlin. (November 2, 2021) Gracie Abrams announces new project 'This Is What It Feels Like'. ციტირების თარიღი: January 21, 2022
  18. Rincón, Ally. (November 15, 2021) Gracie Abrams' 'This Is What It Feels Like' Is Painfully Relatable Songwriting at Its Finest. ციტირების თარიღი: January 21, 2022
  19. Paul, Larisha. (September 29, 2021) Rising Pop Singer Gracie Abrams Announces 2022 'This Is What It Feels Like' Tour. ციტირების თარიღი: January 12, 2023
  20. Caramanica, Jon (April 6, 2022). „Olivia Rodrigo's Punky Heartbreak Revue“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: April 21, 2022.
  21. Schube, Will. (October 7, 2022) Gracie Abrams Releases New Single 'Difficult'. ციტირების თარიღი: October 7, 2022
  22. Shafer, Ellise. (April 5, 2022) Gracie Abrams on How Songwriting Is 'Like Breathing,' Touring With Friend Olivia Rodrigo and Making New Music With Aaron Dessner en-US. ციტირების თარიღი: April 21, 2022
  23. Ingle, Alex. (2023-01-09) Gracie Abrams has announced her debut album, 'Good Riddance' | Dork en-US. ციტირების თარიღი: 2023-01-09
  24. Willman, Chris. (November 1, 2022) Taylor Swift Announces 2023 'Eras Tour' of U.S. Stadiums. ციტირების თარიღი: November 1, 2022
  25. Williams, Jenessa. (2020-07-08) Gracie Abrams: LA singer-songwriter baring her soul to the internet en-GB. ციტირების თარიღი: 2022-11-12
  26. Gracie Abrams. ციტირების თარიღი: August 16, 2022
  27. Gracie Abrams on Being Inspired by Lorde's Pure Heroine (February 4, 2021). ციტირების თარიღი: March 31, 2021
  28. Nugent, Annabel. Meet Gracie Abrams, the bedroom pop singer catching the attention of Billie Eilish and Taylor Swift (June 26, 2022). ციტირების თარიღი: August 16, 2022
  29. Bennett, Willa. (October 13, 2020) Live From Gracie Abrams's Bedroom. ციტირების თარიღი: March 31, 2021
  30. Lecoq, Noémie. (September 12, 2020) Musician Gracie Abrams on Why Music Should be Opinionated. ციტირების თარიღი: March 31, 2021
  31. Darmon, Aynslee. (January 14, 2021) Olivia Rodrigo On The Massive Success Of 'Drivers License': 'I Can't Believe Any Of It'. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 20, 2021. ციტირების თარიღი: January 29, 2021
  32. Campbell, Erica. Billie Eilish, Phoebe Bridgers, and Halsey sign letter against US Supreme Court's overturn of abortion rights (May 13, 2022). ციტირების თარიღი: July 13, 2022
  33. Hatfield, Amanda. 160 artists condemn Supreme Court's Roe v. Wade plans ahead of rallies & marches on Saturday (May 13, 2022). ციტირების თარიღი: July 13, 2022
  34. Lecoq, Noémie. (December 14, 2020) Gracie Abrams: "I can't separate my music from my opinions". ციტირების თარიღი: August 16, 2022