სამხრეთი ინილჩექი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამხრეთი ინილჩექი
South Inylchek Base Camp.jpg
კოორდინატები: 42°07′41″ ჩ. გ. 79°57′50″ ა. გ. / 42.12806° ჩ. გ. 79.96389° ა. გ. / 42.12806; 79.96389

სამხრეთი ინილჩექი მდებარეობა ყირგიზეთი

Blue Fire.svg
ტიპი ხეობის მყინვარი
მდებარეობა ტიან-შანი, ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ფართობი 567,2 კმ²
სიგრძე 60,5 კმ
სისქე 150-200 მ

სამხრეთი ინილჩექი — ხეობის ტიპის დატოტვილი მყინვარი ცენტრალურ აზიაში, ტიან-შანში (ყირგიზეთი). მსოფლიოს ერთ-ერთი უგრძესი და ტიან-შანის უდიდესი მყინვარია. სიგრძე 60,5 კმ, ფართობი 567,2 კმ². ფირნის ხაზი გადის 4580 მ სიმაღლეზე. მდებარეობს ისიქ-ქოლის ტბის აღმოსავლეთით, ხან-ტენგრის მასივში, მდინარე ინილჩექის სათავეებში. აქვს მრავალი დიდი შენაკადი. სამხრეთ დაბოლოებაზე არის მკვდარი ყინულის მონაკვეთი. მყინვარ ჩრდილოეთ ინილჩექიდან გამოყოფილია მაღალმთიანი ქედით. მყინვარის ენის ბოლო მდებარეობს ზღვის დონიდან 2800 მ სიმაღლეზე.

უმეტესად აქვს ჩრდილოეთური მიმართულება, შემდეგ მკვეთრად უხვევს დასავლეთისაკენ. ყინულის სისქე ადგილ-ადგილ 150-200 მ-ია. ენის ბოლო 14 კმ-იანი მონაკვეთი დაფარულია მორენით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Войтковский К.Ф. Основы гляциологии, Наука, М., 1999.