გაბალას ქალაქის სტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაბალას ქალაქის სტადიონი

გაბალას სტადიონი
მდებარეობა ქაბალა, აზერბაიჯანი
აშენდა 1985
ტევადობა 4500
გუნდები
გაბალა

გაბალას ქალაქის სტადიონი — ქალაქ ქაბალას მთავარი სტადიონი. აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის საფეხბურთო კლუბ გაბალას საშინაო არენა. გაიხსნა 1985 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაბალას სტადიონი 1985 წელს აშენდა ადგილობრივი თამბაქოს ქარხნის ბაზაზე. კომპლექსის საერთო ფართობი 6 ჰექტარია. მთავარი სტადიონის გარდა, კომპლექსის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე სარეზერვო ადგილია. 2005 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები. დამონტაჟდა 2000 პლასტმასის სკამი, გაზონი განახლდა. 2006 წელს აშენდა თანამედროვე გასახდელები, სპორტული დარბაზი და სტადიონის და მის მთლიან ტერიტორიაზეწყალმომარაგება დამყარდა არტეზიული ჭების გამოყენებით. 2007 წელს დაიწყო შემცვლელი სტადიონის, ახალი ტრიბუნების, ელექტრონული ტაბლოების დამონტაჟება. ამის პარალელურად, დაიწყო სარეზერვო ადგილების მშენებლობა ხელოვნური ტურფით.

საფარი ბუნებრივია და მუშაობს ქვედა გათბობის სისტემით.

გაბალას სტადიონის ტერიტორიაზე მოქმედებს: მთავარი სტადიონის ტერიტორია (ბუნებრივი, გათბობის სისტემით); სათამაშო მოედანი ახალგაზრდული გუნდებისათვის (ბუნებრივი საფარით); სავარჯიშო ადგილები (3 ერთეული, ბუნებრივი სააფარით) და ასევე სავარჯიშო ადგილები (2 ცალი, ხელოვნური საფარით). მოედნის საფარი გაბალას საფეხბურთო კომპლექსში ერთ-ერთი გამორჩეულია მთელს რეგიონში.

2018 წლის ბოლო დღეებში გაბალას სპორტული კლუბის წარმომადგენლებმა საფეხბურთო გუნდებსა და სპორტის სხვა სახეობებში თავიანთი ძალა გამოსცადეს არაერთ შეჯიბრში. სპორტსმენებმა წელი წარმატებით დაასრულეს როგორც საფეხბურთო მოედნებზე, ასევე სხვა სპორტულ ობიექტებში. წითელ-შავებმა მოახერხეს თავიანთი გულშემატკივრების მოწონება დაიმსახურეს როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ შეჯიბრებში.

ევრო ტურნირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაბალას სტადიონმა უმასპინძლა ევროტურნირების მატჩებს.

უეფას ევროპის ლიგა

2015 წელი - „გაბალა“ - „შიროკი ბრიგეგი“ (ბოსნია და ჰერცეგოვინა) 0:2

2016 წელი - „გაბალა“ - „დინამო“ (თბილისი, საქართველო) 2:1

2018 წელი - „გაბალა“ - „პროგრე“ (ლუქსემბურგი) 0:2

გუნდის დებიუტი ევროთასებზე 2014 წლის ზაფხულში შედგა. აზერბაიჯანული გუნდი მეორე მცდელობიდან გავიდა უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. გაბალა, აზერბაიჯანული ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბი იყო, რომელმაც მიაღწია ზედიზედ ოთხ ეტაპს, გამორიცხა ისეთი კლუბები, როგორიცაა დინამო (თბილისი, საქართველო), „კუკარიცკი“ (სერბეთი), „აპოლონი“ (კვიპროსი) და „პანათინაიკოსი“ (საბერძნეთი). ამ ისტორიულმა წარმატებამ ჩვენს კლუბს საშუალება მისცა ჯგუფში ეთამაშა ბორუსია (დორმუნდი, გერმანია), პაოკ (საბერძნეთი) და „კრასნოდარი“ (რუსეთი).

რაც შეეხება უეფას ახალგაზრდული ლიგაზე კი, შემდეგი მატჩები ჩატარდა გაბალას სტადიონზე:

2017 წელი - „გაბალა“ - „დინამო“ (მოსკოვი, რუსეთი) 0:2

ამჟამად გაბალას ქალაქის სტადიონზე 30-მდე თანამშრომელი მუშაობს. სტადიონის დირექტორი არის მუბარიზ აჰმადოვი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]