ბურჯ-ხალიფა
იერსახე
ბურჯ ხალიფა არაბ. برج خليفة | |
ინფორმაცია | |
---|---|
სტატუსი | დასრულებული |
საძირკველი ჩაეყარა | 21 სექტემბერი 2004 |
აშენდა | 2004-2010 |
გაიხსნა | 4 იანვარი, 2010 წელი [1][2] |
დანიშნულება | შერეული |
სიმაღლე | |
ანტენა/ქიმი | 828 მ |
სახურავი | 688 მ |
ბოლო სართული | 688 მ |
ტექნიკური დეტალები | |
სართული | 162 სართული[3] |
ფართი | 334000 მ2 |
კომპანიები | |
არქიტექტორი | Skidmore, Owings and Merrill |
სტრუქტ. ინჟინერი | ბილ ბეიკერი SOM–დან[4] |
სერვის ინჟინერი | ბილ ბეიკერი SOM–დან[4] |
დამკვეთი | Turner Samsung Besix Arabtec Grocon[5] Bauer AG[5] Middle East Foundations[5] Otis[5] Lerch Bates[5] Schmidlin[5] Al Naboodah[5] Laing O'Rourke[5] |
დეველოპერი | Emaar |
ბურჯ ხალიფა ან ბურჯ დუბაი (არაბ.:برج خليفة „ხალიფას კოშკი“) — სუპერმაღალი ცათამბჯენი დუბაიში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში. აღიარებულია როგორც ადამიანის შექმნილი ყველაზე მაღალი სტრუქტურული ნაგებობა. ცათამბჯენის შენება დაიწყო 2004 წლის 21 სექტემბერს და დასრულდა 2010 წლის 4 იანვარს. შენობის მთავარი არქიტექტორი, სტრუქტურული და მექანიკური ინჟინერია ჩიკაგოს კომპანია Skidmore, Owings and Merrill LLP (SOM). გეორგ ეფსტათიუ კომპანიიდან SOM არის პროექტის მმართველი პარტნიორი, ხოლო ადრიან სმითი (SOM-დან წამოსული) დიზაინის პარტნიორი. დამოუკიდებელი შეფასება მოახდინა კომპანიამ CBM Engineers Inc.
მნიშვნელოვანი მოვლენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იანვარი 2004 – ქვაბულის გათხრები იწყება.
- თებერვალი 2004 – იდგება ხიმინჯები.
- მარტი 2005 – შენობა იწყებს ზრდას.
- ივნისი 2006 – შენობამ 50–ე სართულს მიღწია.
- თებერვალი 2007 – ბურჯ ხალიფას შენობა ასწრებს სირსის ტაუერს სართულების რაოდენობით.
- ივლისი 2007 – ბურჯ ხალიფა სიმაღლით ასწრებს ტაიპეი 101–ს, რის შედეგად მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა ხდება. წვდება 141–ე სართულს.
- აგვისტო 2007 – სიმაღლით ასწრებს უილის თაურსის ანძას.
- აპრილი 2008 – სიმაღლით ასწრებს კვლი–ტვ–ის ანძას, რის შედეგადაც მსოფლიოში ადამიანის ყველაზე მაღალი შექმნილი სტრუქტურული ნაგებობა ხდება. წვდება 160–ე სართულს.
- ივნისი 2008 – ემირი აცხადებს, რომ ბურჯ ხალიფას სიმაღლე 636 მეტრია, ხოლო მისი საბოლოო სიმაღლე არ გამოვლინდება სანამ ბოლომდე არ აშენებდა.
- სექტემბერი 2008 – შენობის სიმაღლე აღწევს 688 მეტრს, რითაც ბურჯ ხალიფა ხდება ადამიანის ყველაზე მაღალი შექმნილი ნაგებობა, რომელიც ოდესმე აშენებულა. ამ შედეგით იგი ასწრებს ვარშავის რადიოანძას.
- ოქტომბერი 2009 – დასრულდა შენობის ექსტერიერი.
- იანვარი 2010 – ბურჯ ხალიფა ოფიციალურად იხსნება. მისი ძველი სახელი ბურჯ დუბაი ბურჯ ხალიფათი იცვლება, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ ხალიფა ბინ ზაიედ ნაიანის პატივსაცემად.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ „Emaar increases height of Burj Dubai; completion in September 2009“. Emaar Properties. 17 June 2008. ციტირების თარიღი: 17 October 2008.
- ↑ Associated Press (July 13, 2009). „Dubai: world's tallest tower to open this year“. Forbes. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 17, 2009. ციტირების თარიღი: July 15, 2009.
- ↑ Baldwin, Derek (1 May 2008). „No more habitable floors to Burj Dubai“. XPRESS. ციტირების თარიღი: 1 May 2008.
- ↑ Blum, Andrew. (27 November 2007) Engineer Bill Baker Is the King of Superstable 150-Story Structures. Wired. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 სექტემბერი 2012. ციტირების თარიღი: 11 March 2008.
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 Burj Dubai (Dubai Tower) and Dubai Mall, United Arab Emirates. designbuild-network.com. ციტირების თარიღი: 23 March 2009.