უილის ტაუერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უილის ტაუერი
Willis Tower
სირს ტაუერი
სირს ტაუერი

უილის ტაუერი იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა 1973-დან 2004-მდე.*

წინამორბედი მსოფლიო სავაჭრო ცენტრი
შემდეგი ტაიპეი 101
ინფორმაცია
მისამართი 233 საუზ უაკერ დრაივი, ჩიკაგო, ილინოისი
სტატუსი დასრულებული
აშენდა 1970-1973
ტექნიკური დეტალები
სართული 442 მ / 108 სართ.
კომპანიები
არქიტექტორი ბრიუს გრემი
სტრუქტ. ინჟინერი ფაზლურ ხანი
სერვის ინჟინერი ფაზლურ ხანი
*ცხოვრებისთვის სრულად ვარგისი, ცალკე მდგომი მთავარი შესასვლელიდან უმაღლეს სტრუქტურულ დონემდე;
იხ. მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები სხვა კლასიფ.-თვის.

უილის ტაუერი (ინგლ. Willis Tower), გავრცელებული სახელი სირს ტაუერი (ინგლ. Sears Tower),[1][2]ცათამბჯენი ჩიკაგოში, (ილინოისი), უმაღლესი საოფისე შენობა აშშ-ში. აშენდა Sears, Roebuck & Co.-ს დაკვეთით, კომპანიის Skidmore, Owings and Merrill არქიტექტორ ბრიუს გრემისა და სტრუქტურულ ინჟინერ ფაზლურ ხანის მიერ.

მშენებლობა დაიწყო 1970 წლის აგვისტოში და შენობამ მაქსიმალურ სიმაღლეს 1973 წლის 3 მაისს მიაღწია. დასრულებისას სირს ტაუერმა გაუსწრო მსოფლიო სავაჭრო ცენტრის წყვილს ნიუ-იორკში, როგორც მსოფლიოში უმაღლეს შენობას. ტაუერს 108 სართული აქვს. მანძილი მიწიდან ზემო სახურავამდე 442 მეტრია. 1982 წლის თებერვალში ნაგებობას ორი სატელევიზიო ანტენა დაემატა, რამაც მისი საერთო სიმაღლე 520 მეტრამდე ასწია. დასავლეთის ანტენა 2000 წლის 5 ივნისს დაგრძელდა (527მ) ადგილობრივი ტელესადგურის ტალღების მიღების გასაუმჯობესებლად.

სირს ტაუერს ასევე აქვს ყველაზე მეტი სასარგებლო ფართი ნებისმიერ სხვა კომერციულ შენობათა შორის აშშ-ში (საერთო ფართით ჩამორჩება მხოლოდ პენტაგონს არლინგტონში, ვირჯინია).

2009 წლის 16 ივლისს ცათამბრჯენს სახელი ოფიციალურად შეუცვალა ახალმა დამქირავებელმა „უილის გრუპ ჰოლდინგსმა“, რაც ხელშეკრულების ნაწილი იყო. სახელის გადარქმევამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის პროტესტი გამოიწვია. [3]

შენობის ოფიციალური მისამართია 233 საუზ უაკერ დრაივი, ჩიკაგო, ილინოისი 60606.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. It's still popularly known as the Sears Tower and it's unclear how long that habit will last. UPI.com Retrieved on July 19, 2009
  2. "The question, though, is if people will popularly refer to the building as anything other than the Sears Tower," said Tim Samuelson, the city of Chicago's cultural historian. The Willis Tower? Chicagoans In Disbelief დაარქივებული 2009-05-13 საიტზე Wayback Machine. Retrieved on July 19, 2009
  3. Chicago's Sears Tower is renamed, news.bbc
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: