ვარშავის რადიოანძა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარშავის რადიოანძა

ვარშავის რადიოანძა — ყველაზე მაღალი სტრუქტურული ნაგებობა იყო დედამიწაზე, რომელიც კი ოდესმე ადამიანს შეუქმნია (1991 წელს დანგრევამდე). მდებარეობდა ქ. კონსტანტინოვთან, პოლონეთში.

რადიოანძის პროექტი სიმაღლით 646,38 მ შეიმუშავა ინჟინერმა იან პოლაკმა გრძელ ტალღაზე რადიომაუწყებლობისთვის პოლონეთისა და ევროპის ტერიტორიაზე. მშენებლობა ქ. კონსტანტინოვთან დაიწყო 1970 წლის ივნისში და დასრულდა 1974 წლის 18 მაისს. რადიოანძამ ფუნცქიონირება დაიწყო იმავე წლის 22 ივნისს. ექსპლუატაციას უწევდა ვარშავის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია რადიოს პირველი არხის მაუწყებლობისთვის სიხშირეზე 225 კილოჰერცი. ორმაჩტიანი გადამცემის სიგნალის დაჭერა შესაძლებელი იყო ევროპაში, ჩრდ. აფრიკაში და ჩრდ. ამერიკაშიც. კონსტრუქციის საერთო წონა შეადგენდა 420 ტონას. კონსტრუქციის წონასწორობას იჭერდა 15 დამჭიმი დამაგრებული 5 დონეზე. 1991 წლის 8 აგვისტოს დამჭიმის გაუმართაობის გამო დაინგრა.