კრაისლერ-ბილდინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კრაისლერ ბილდინგი)
კრაისლერ-ბილდინგი
Chrysler Building
ხედი ემპაია სტეიტ ბილდინგიდან
ხედი ემპაია სტეიტ ბილდინგიდან

კრაისლერ-ბილდინგი იყო მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობა 1930-დან 1931-მდე.*

წინამორბედი 40 უოლ სტრიტი
შემდეგი ემპაირ სტეიტ ბილდინგი
ინფორმაცია
მისამართი 42-ე ქუჩა/ლექსინგტონ-ავენიუ, მანჰეტენი, აშშ
სტატუსი დასრულებული
აშენდა 27 მაისი, 1930
ტექნიკური დეტალები
სართული 282 მ / 77 სართ.[1][2]
ლიფტი 32[1]
კომპანიები
არქიტექტორი უილიამ ვან ალენი
მფლობელი
  • Abu Dhabi Investment Council (90%)
  • Tishman Speyer (10%)
*ცხოვრებისთვის სრულად ვარგისი, ცალკე მდგომი მთავარი შესასვლელიდან უმაღლეს სტრუქტურულ დონემდე;
იხ. მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობები სხვა კლასიფ.-თვის.

კრაისლერ-ბილდინგი (ინგლ. Chrysler Building, კრაისლერის შენობა) — 319 მეტრის (1048 ფუტი) სიმაღლის არტ-დეკოს სტილის ცათამბჯენი, რომელიც მდებარეობს ისტ-საიდ მანჰეტენზე, 42-ე ქუჩისა და ლექსინგტონის-ავენიუს გადაკვეთაზე. თავდაპირველად აგებულ იქნა კორპორაცია კრაისლერის მიერ, თუმცა ამჟამად შენობა Abu Dhabi Investment Council (90%) და Tishman Speyer (10%) საკუთრებაშია. კრაისლერ-ბილდინგი პირველი ნაგებობა იყო მსოფლიოში, რომლის სიმაღლემ 1000 ფუტს გადააჭარბა. დასრულდა რა 1930 წელს, შენობა მყისვე გახდა ქალაქ ნიუ-იორკის სიმბოლო.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობის პროექტი ეკუთვნის უილიამ ვან ალენს, რომელიც უილიამ რეინოლდსის შეკვეთით შესრულდა. პროექტი შემდგომში უოლტერ კრაისლერმა შეიძინა საკუთარი კომპანიის შტაბ-ბინისთვის.

შენობის აგების პერიოდში ნიუ-იორკის მშენებლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მსოფლიოში უდიდესი ცათამბჯენის შექმნაში. კრაისლერ-ბილდინგის მშენებლობა მიმდინარეობდა განუმეორებელი სისწრაფით - 4 სართული კვირაში - და მასზე არც ერთი მშენებელი-მუშა არ დაღუპულა. დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე შენობა სიმაღლით კრეიგ სევერანსის, უოლ სტრიტზე მდებარე ცათამბჯენს გაუტოლდა; ამ ფაქტით აღშფოთებულმა სევერანსმა საკუთარ შენობას სასწრაფოდ დაამატა ორი ფუტი (60 სმ) სიმაღლეში, მსოფლიოს უმაღლესი შენობის ტიტულის მოსაპოვებლად (ეს ტერმინი გამორიცხავს ისეთ ნაგებობებს, როგორიცაა ეიფელის კოშკი).

თუმცა ვან ალენს საიდუმლოდ უკვე ჰქონდა აღებული ნებართვა კრაისლერზე 125 ფუტი (38.1 მ) სიმაღლის ქიმის დასამონტაჟებლად, რომელსაც ასევე კონსპირაციულად ამავე შენობის შიგნით აწყობდნენ. ქიმი, რომელიც "ნიროსტას" უჟანგავი ლითონისა იყო, შენობის თავზე აღმართეს 1929 წლის 23 ოქტომბერს, რამაც კრაისლერ ბილდინგი არა მხოლოდ მსოფლიოს უმაღლესი შენობა, არამედ მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა გახადა. ვან ალენი და კრაისლერი ამ ტიტულით მხოლოდ ერთი წელიღა ამაყობდნენ, ვინაიდან სწორედ ამ პერიოდში დასრულდა მშენებლობა ემპაია სტეიტ ბილდინგზე. ამ ფაქტით განაწყენებულმა ბატონმა კრაისლერმა ვან ალენს გასამრჯელოს გადახდაზე უარი განუცხადა. კრაისლერ ბილდინგი საზოგადოებისთვის 1930 წლის 27 მაისს გაიხსნა.[3][4]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრაისლერ-ბილდინგი ამერიკული არტ-დეკო სტილის თვალსაჩინო ნიმუშია, ხოლო ცათამბჯენის კოშკის ოვალური ორნამენტები იმდროინდელი კრაისლერის ავტომობილების საბურავების სახურავის იმიტაციაა. შენობას მიიჩნევენ ნიუ-იორკის არტ-დეკოს პერიოდის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშად, რაც თავისთავად ითვლება ერთ-ერთ ულამაზეს პერიოდად ქალაქის არქიტექტურულ განვითარებაში.

შენობის ვესტიბიული ისევე ელეგანტურია, როგორც თავად შენობა. გახსნის პირველ წლებში შენობის ბოლო სართულზე საზოგადოებისთვის პანორამული გალერეა მდებარეობდა, რომელიც მოგვიანებით რესტორნად გადაკეთდა, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ფინანსურად თავის შენახვა ვერ შეძლო დიდი დეპრესიის პერიოდში და ყოფილი პანორამული გალერეა კერძო კლუბად გადაკეთდა. შენობის ბოლო სართულები ვიწროა, დაქანებული დაბალი ჭერით და პროექტით გათვალისწინებული იყო რადიოს სამაუწყებლო ტექნიკის და სხვა ელექტრო-მექნიკური მოწყობილობის განსათავსებლად.

კრაისლერ-ბილდინგი მის თანამედროვე კრიტიკოსთა მიერ უარყოფითად იქნა აღქმული ე.წ. "ფრივოლური" დეკორაციებისთვის, რაც იმჟამინდელი მკაცრი ფუნქციონალური მოდერნიზმიდან გადახრას წარმოადგენდა. თუმცა საზოგადოებისთვის ის სწრაფად გახდა ქალაქის ერთ-ერთი უსაყვარლესი სიმბოლო. დროთა განმავლობაში ის 1920-იანი წლების არქიტექტურული ექსპრესიის ბუმის, რომელიც 1929 წლის დეპრესიით დასრულდა, საუკეთესო ნიმუშად შერაცხეს. შენობა დღემდე ნიუ-ორკელების რჩეულად რჩება. 2005 წლის ზაფხულში არქიტექტორთა, მშენებლეთა, კრიტიკოსთა, ინჟინერთა, ისტორიკოსთა და სხვათა შორის წარმოებული გამოკითხვის შედეგად, რომელიც მიზნად ისახავდა ნიუ-იორკის 25 ცათამბჯენიდან 10 საუკეთესოს შერჩევას, კრაისლერ-ბილდინგი პირველ ადგილზე დასახელდა გამოკითხულთა 90% მიერ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Chrysler Building. CTBUH Skyscraper Database. ციტირების თარიღი: 28 მაისი, 2018.
  2. Nash & McGrath 1999, p. 63.
  3. Landmarks Preservation Commission 1978, p. 2.
  4. CHRYSLER BUILDING, CITY'S HIGHEST, OPEN (28 მაისი, 1930). ციტირების თარიღი: 4 ნოემბერი, 2017[მკვდარი ბმული]