ბობი ფიშერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რობერტ ჯეიმზ "ბობი" ფიშერი (Robert James "Bobby" Fischer; დ. 9 მარტი, 1943 - გ. 17 იანვარი, 2008) — ამერიკაში დაბადებული, ისლანდიელი ჭადრაკის დიდოსტატი. 1972 წელს ერთადერთი ამერიკელი გახდა, რომელმაც ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა, დაამარცხა რა ჩემპიონი ბორის სპასკი მატჩში, რომელსაც საყოველთაოდ ერთი ამერიკელის ცივი ომის ბრძოლას უწოდებდნენ საბჭოთა სისტემის წინააღმდეგ. 1975 წელს მან უარი თქვა ტიტული დაცვაზე, ვინაიდან ფიდემ არ მიიღო მისი პირობები. შედეგად მას ჩემპიონის ტიტული ჩამოართვეს.

1992 წელს ბორის სპასკისთან რემატჩის შემდეგ ფიშერი აშშ-ში აღარ დაბრუნებულა. შეჯიბრი იუგოსლავიაში ჩატარდა, რომელიც მაშინ გაეროს მკაცრი ემბარგოს ქვეშ იმყოფებოდა. ამ ფაქტმა აშშ-ს მთავრობასა და ფიშერს შორის კონფლიქტი გამოიწვია. შემდეგ ის უნგრეთში, მოგვიანებით კი იაპონიაში ცხოვრობდა. 2004 წელს იაპონიაში ის სამართალდამცველებმა დააკავეს ცხრა თვით, სადაც მას აშშ-ის პასპორტი ჩამოართვეს. 2005 წლიდან მას ისლანდიის მოქალაქეობა მიენიჭა, სადაც ის ცხოვრობდა კიდეც გარდაცვალებამდე. მისი ცხოვრების ბოლო ათწლეულში ის ცნობილი გახდა ანტიამერიკული და ანტისემიტური განცხადებებით, თუმცა მას თავად ჰყავდა, როგორც მცირე, ერთი ებრაელი მშობელი.