ბლაგოევგრადის ოლქი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბლაგოევგრადის ოლქი

ბლაგოევგრადი (ბულგ. област Благоевград), აგრეთვე ეძახიან მაკედონიის პირინს[1][2][3][4] (ბულგ. Пиринска Македония) მდებარეობს ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთით. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, საზღვრავს ოთხი ბულგარული ოლქი, სამხრეთით მდებარეობს ბულგარეთის და საბერძნეთის ოფიციალური საზღვარი, ხოლო დასავლეთით მაკედონია-ბულგარეთის ოფიციალური საზღვარი. ოლქი იყოფა 14 მუნიციპალიტეტად, ბლაგოევგრადში მდებარეობს 12 ქალაქი. ოლქის ყველაზე დიდი ქალაქია ბლაგოევგრადი, სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: ბანსკო, გოცე-დელჩევი, მელნიკი, პეტრიჩი, პაზლოგი, სანდანსკი და სიმიტლი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ოლქის ფართობი შეადგენს 6,449.5 კმ², ხოლო აქ ცხოვრობს 341,245 ადამიანი. ბლაგოევგრადის ტერიტორიაზე მდებარეობს რილას მთათა სისტემა, უმაღლესი წერტილია მთა მუსალა (2925 მ), პროვინციის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს პირინის მთათა სისტემა, უმაღლესი წერტილია მთა ვიჰრენი (2914 მ). ბლაგოევგრადის მნიშვნელოვანი ქედებია: როდოპი, სლავიანკა, ბელასიცა, ვლაჰინია, მალეშევო, ოგრაჟდენი და სტაგაჩი. აქ მიედინება ორი დიდი მდინარე სტრუმა და მესტა.

ამ ტერიტორიაზე ძირითადად არის ხმელთაშუაზღვისპირული ჰავა. ბლაგოევგრადში არის მარმარილოს და გრანიტის მნიშვნელოვანი საბადოები.

ისტორია[რედაქტირება]

ბლაგოევრგრადის ოლქი უძველესი დროიდან შედიოდა თრაკიის შემადგენლობაში, აქ ძირითადად თრაკიელები ცხოვრობდნენ. ალექსანდრე მაკედონელმა აქ დააარსა პირველი დასახლება ძვ.წ 340 წელს, მას ერქვა ალექსანდროპოლისი. ეს ქალაქი დაინგრა თრაკიელების სახელმწიფოს დაცემის შემდეგ.

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება]

ბლაგოევგრადის ოლქის რუკა, ნაჩვენებია მუნიპალიტეტების საზღვრები და მნიშვნელოვანი ქალაქები

ბლაგოევგრადის ოლქი (oбласт) იყოფა 14 მუნიციპალიტეტად. აქ მოცემულ სიაში ნაჩვენებია მუნიციპალიტეტების ქართული და კირილიცური სახელწოდებები, მნიშვნელოვანი ქალაქები და სოფლები და აგრეთვე 2009 წლის აღწერის შედეგად მუნიციპალიტეტების მოსახლეობა.

მუნიციპალიტეტები კირილიცა მოს.[5] ქალაქი/სოფელი მოს.[5]
ბანსკო Банско 13,556 ბანსკო 9,183
ბელიცა Белица 10,356 ბელიცა 3,580
ბლაგოევგრადი Благоевград 88,457 ბლაგოევგრადი 80,140
გირმენი Гърмен 16,799 გირმენი 1,982
გოცე-დელჩევი Гоце Делчев 35,884 გოცე-დელჩევი 22,255
ხადჟიდიმოვო Хаджидимово 11,207 ხადჟიდიმოვო 3,040
კრესნა Кресна 5,982 კრესნა 3,866
პეტრიჩი Петрич 64,367 პეტრიჩი 36,776
პაზლოგი Разлог 22,681 პაზლოგი 13,434
სანდანსკი Сандански 45,722 სანდანსკი 30,826
სატოვჩა Сатовча 19,025 სატოვჩა 2,434
სიმიტლი Симитли 15,746 სიმიტლი 7,567
სტრუმიანი Струмяни 6,284 სტრუმიანი 998
იაკორუდა Якоруда 11,271 იაკორუდა 6,216

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Dr. Boryana Buzhashka, Director of the Archives State Agency. We publish our documents on the population of Pirin Macedonia. Focus News Agency, 7 May 2009. (in Bulgarian)
  2. Program for the development of tourism in Sandanski Municipality. Bulgaria State Agency for Tourism, 2004. (in Bulgarian)
  3. Pirin Macedonia is becoming a hit in rural tourism. Monitor Daily, Sofia, 26 December 2007. (in Bulgarian)
  4. Legends from Bulgaria - Macedonia. Bulgarian National Radio, 2 March 2005. (in Bulgarian)
  5. 5.0 5.1 (ბულგარული) Population Chart as of 15 March 2009 from Directorate General: Civil Registration and Administrative Services