მესტა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მესტა
მდინარე  მესტა
მდინარე მესტა
დახასიათება
სიგრძე 230 კმ
აუზის ფართობი 2767,1 კმ²
აუზი ეგეოსის ზღვა
წყლის ხარჯი 14,62 მ³/წმ
წყლის ნაკადი
სათავე რილის მთები
 · მდებარეობა ბულგარეთი
 · სიმაღლე 0 მ
კოორდინატები

42°07′10″ ჩ. გ. 23°35′10″ ა. გ. / 

შესართავი ეგეოსის ზღვა
 · მდებარეობა საბერძნეთი
კოორდინატები

კოორდინატები:40°50′51″ ჩ. გ. 24°48′15″ ა. გ. / 40°50′51″ ჩ. გ. 24°48′15″ ა. გ. / 

განლაგებულია
მესტის აუზი
მესტის აუზი
ქვეყნები დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი, საბერძნეთის დროშა საბერძნეთი

მესტა (ბულგ. Места; ბერძნ. Νέστος) — მდინარე ბულგარეთსა და საბერძნეთში.[1] ერთვის ეგეოსის ზღვას. სათავე აქვს ბულგარეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, რილის მთებში. წარმოიქმნება მდინარეების შავი და თეთრი მესტის შეერთების შედეგად. ორივე მდინარის ხეობები ციცაბო და ვიწროა, ხოლო დინება სწრაფი.[1]

სიგრძე 230 კმ, აუზის ფართობი 2767,1 კმ². ბულგარეთის ტერიტორიაზე გაედინება დაახლოებით 126 კმ მანძილზე, დანარჩენი 104 კმ საბერძნეთშია. მთავარი შენაკადია დოსპატი.

საბერძნეთის ტერიტორიაზე მდინარე კვეთს ბორცვებსა და დაბალმთიანეთებს. მდინარის ხეობა დაფარულია ფოთლოვანი ტყით, რომელიც ვრცელდება ორ წერტილს — ბულგარეთსა და საბერძნეთს შორის. ტყე ქმნის საზღვარს საბერძნეთის მაკედონიასა და თრაკიას შორის. ეგეოსის ზღვას ერთვის საბერძნეთის კუნძულ თასოსთან ახლოს. მდინარე მესტა შესართავში ქმნის დელტას, სადაც განვითარებულია ხშირი ჭაობები.

აუზის ზემო და შუა ნაწილში იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით, ქვემო დინებაში ჭარბობს მხოლოდ წვიმის წყლები. წყლის ყველაზე დიდი ხარჯი ზამთარშია.

წყლის ხარჯი უდრის 14,62 მ³/წმ-ს, საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრების გადაკვეთასთან დაახლოებით 32 მ³/წმ. მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად.

სექციების სია

სახელწოდება [რედაქტირება]

მდინარე მესტა სათივად საბერძნეთის საზღვრამდე მესტად იწოდება, საბერძნეთში შემოსვლის შემდეგ ეწოდება ნესტოსი.

გალერეა [რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Енциклопедия България/т.4/Изд. Българска академия на науките/София,1984 г.
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მესტა&oldid=2398566-დან“