ბალაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბალაში
بلاش یکم‎‎
სასანიდური ირანის მე-19 შაჰინშაჰი
მმართ. დასაწყისი: 484
მმართ. დასასრული: 488
წინამორბედი: პეროზ I
მემკვიდრე: კავად I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 440-იანები
გარდ. თარიღი: 490-იანები[1]
დინასტია: სასანიანები
მამა: იეზდიგერდ II
დედა: დენაღი
რელიგია: ზოროასტრიზმი

ბალაში (სპარს. بلاش یکم‎‎ გ. 490-იანები) — სასანიდური ირანის მე-19 შაჰინშაჰი 484—488 წლებში, იეზდიგერდ II-ის ვაჟი, პეროზ I-ის უმცროსი ძმა.

ბალაშის მეფობამ მხოლოდ 4 წლამდე გასტანა. ამ ხნის განმავლობაში სპარსელების კავკასიაში ბატონობას საფრთხე შეუქმნა მოძლიერებულმა იბერიის მეფემ, ვახტანგ გორგასალმა. ბალაში შეეცადა ქართველებთან და სომხებთან ურთიერთობის დალაგებას. მან სომხეთის მარზპანად დანიშნა ვაჰან მამიკონიანი და მას სომხების გამაზდეანების პირობით სრული თავისუფლება მიანიჭა.

485 წელს ბალაშის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყო პეროზ I-ის ვაჟმა, ზარირმა. ბალაშ-შაჰმა მრავალრიცხოვანი არმია დაძრა ქტესიფონიდან და სომხების დახმარებით შეძლო აჯანყებული ძმისშვილის დატყვევება და სიკვდილით დასჯა. [2]

იმპერიის სტაგნაციისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, 488 წელს ბალაში ტახტიდან ჩამოაგდო მისმა მეორე ძმისშვილმა, კავად I-მა, ეფთალიტები-სა და სპარსი დიდებულების დახმარებით. [3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]