იეზდიგერდ II
| იეზდიგერდ II | |
| სპარს. یزدگرد ძვ.-ბერძნ. Ἰσδιγέρδης |
|
| იეზდიგერდის მონეტები | |
| სასანიანების მე-15 შაჰი | |
| მმართ. დასაწყისი: | 438 |
|---|---|
| მმართ. დასასრული: | 457 |
| წინამორბედი: | ბაჰრამ V |
| მემკვიდრე: | ჰორმიზდ III |
| დაბ. თარიღი: | — |
| დაბ. ადგილი: | 457 |
| შვილები: | ჰორმიზდ III პეროზ I |
| დინასტია: | სასანიანები |
| მამა: | ბაჰრამ V |
| რელიგია: | ზოროასტრიაზმი |
იეზიდეგერ II[1] ან იაზდიგერდ II (სპარსულიდან «ღვთის მიერ შექმნილი») — სასანიანების მე-15 შაჰი (438–457), ბაჰრამ V-ის შვილი.
ხელისუფლებაში მოსვლის თანავე დაიწყო მასიური საომარი მოქმედებები აღმოსავლეთ რომის იმპერიის წინააღმდეგ, მაგრამ 441 წელს რომის იმპერატორმა თეოდოსიუს II-მ (408-450) ზავზე დაითანხმა და იეზდიგერდმა შეწყვიტა ომი.
რომთან ზავის დადების შემდეგ იეზდიგერდმა სპარსეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან შეუტია ჰუნებს, რომლებიც მაშინ მის უკიდურეს ტერიტორიებს აოხრებდნენ. სპარსეთის შაჰმა კვლავ გაიმარჯვა და მომთაბარეები ამუდარიის ჩრდილოეთით განდევნა.
თავისი ლაშქრობების მსვლელობისას, იეზდიგერდმა დაადანაშაულა ქრისტიანები და იუდეველები ღალატში.
მალევე ცენტრალურ ხელისუფლებას აუჯანყდნენ სომხები. 451 წლის 26 მაისს ვასპურაკანის ტერიტორიაზე გაიმართა ბრძოლა, სადაც სომხების მთავარსარდალი ვარდან მამიკონიანი იყო. სპარსეთის 220 ათასიანმა ჯარმა გაანადგურა[2] სომეხთა 60 ათასიანი არმია.
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Istoria.Ge ირანის მმართველების სია
- ↑ Armenia: The Case for a Forgotten Genocide - Page 89
|
|||||||
სტატიის